მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ის მოთხოვნები, რასაც დამსაქმებლები აყენებენ, ხშირად დისკრიმინაციულია:

 

“საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრდა სამწუხარო ასაკობრივი დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე. დამსაქმებლები ღიად აცხადებენ ვაკანსიებში, რომ კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32– 35 წელს. სამსახურის მაძიებლებს ხშირად მოეთხოვებათ ფოტოსურათის გაგზავნა, რომელიც დაადასტურებს ადამიანის გარეგნობას და ახალგაზრდა ასაკს. ეს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს სელექციის ერთადერთ საზომს, სადაც ადამიანის დისკრიმინაციას ვეჯახებით. ხშირად ითხოვენ კონკრეტულ სქესს. გარდა ამისა, მოთხოვნილი კვალიფიკაციები ხშირად არ შეესაბამება და აღემატება სამუშაოს შინაარსს”, – ნათქვამია მათ განცხადებაში. 

 

მოქალაქეთა ჯგუფი ითხოვს:

 

1. აღრსულდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ასაკობრივ დისკრიმინაციას შრომის ბაზარზე;

2. კანონდმებლობამ გაითვალისწინოს ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებლების მიმართ მსგავსი მიზეზით ადამიანისათვის შრომის უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

3. შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც წაახალისებს და ხელს შეუწყობს არასაპენსიო ასაკის მთლიანი სპექტრის წარმოდგენას დასაქმებულ მოქალაქეთა შორის;

4. დარეგულირდეს ვაკანსიების გამოცხადების პროცესი და შინაარსი. დისკრიმინაციული ხასიათის (ასაკობრივი ან გენდერული სახის მოთხოვნები) ან არაადეკვატური ხასიათის მოთხოვნების შემცველ განაცხადზე (მაგალითად, როცა მოთხოვნილი კვალიფიკაციები არაა შესაბამისობაში შესასრულებელ სამუშაოსთან) გათვალისწინებული იქნას ადმინისტრაციული სახდელი. 

5. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდეს არა მხოლოდ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე, არამედ დისკრიმინაციული განცხადების გაკეთების ფაქტზე.

 

პეტიციის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ლონკზე, აქვე შესაძლებელია პეტიციის ხელმოწერა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *