კომენტარი

“ბექა კრიმინალი არ არის” – სერგეენკოს ბუნდოვანი განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი რიტორიკაა

2 ივნისი, 2014 • • 1186
“ბექა კრიმინალი არ არის” – სერგეენკოს ბუნდოვანი განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილი რიტორიკაა

კამპანიის მნაწილეები სიხარულს გამოთქვამენ, იმის გამო რომ   „ბექა არ არის კრიმინალი“-ს სახით მიმდინარეობს სოლიდარობის უპრეცენდენტო პროცესი ძალადობრივი ნარკოპოლიტიკას წინააღმდეგ:

“ამ კამპანიის წევრები და მხარდამჭერები ვერთიანდებით საერთო ლოზუნგის ქვეშ – „შეწყდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა“. ვთვლით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის ძალადობრივი და რეპრესიული ხასიათი ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ გავიარეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელმაც ძირითადად ყველაზე დაუცველი მოქალაქეები დააზიანა, ადამიანები რომლებსაც ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. შედეგად მივიღეთ ათასობით გაღატაკებული, უსახლკაროდ დარჩენილი და გაუბედურებული ოჯახი, ციხეში ღრმად ტრავმირებული ადამიანების თაობა და მათ ხარჯზე აღმოცენებული პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა,” -აღნიშნლია განცხადებაში.

 

მათი აზრით, არსებული ხელისუფლება არ ცვლის კანონებს და არსობრივად იგივე გზას აგრძელებს. კამპანიიის ინიციატორები ასევე მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი  განცხადება ბუნდოვანია და ის ჯერჯერობით რჩება მხოლოდ კონტექსტიდან ამოვარდნილ რიტორიკად:

“რომლის მსგავსიც არაერთხელ გვსმენია: (წინასაარჩევნო დაპირებები, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი და ა.შ.) იმისათვის, რომ დაიწყოს კონკრეტული ქმედებები, აუცილებელია ნარკოპოლიტიკა გახდეს საზოგადოებრივი განხილვის და ანალიზის საგანი და მასში ჩაერთონ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს, ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია კანონების შეცვლის ფუნქცია, რაც ბადებს „გონივრულ ეჭვს“, რომ დღევანდელი განცხადება შესაძლოა მხოლოდ განცხადებად დარჩეს. ჩვენ მოვითხოვთ დამოკიდებულების სასწრაფოდ გადახედვას!

დღევანდელი აქცია, რომელიც „2 ივნისის“ მოძრაობის მიერაა ორგანიზებული მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ეხება, ჩვენ ბუნებრივია ვუერთდებით ამ მოთხოვნას, თუმცა მიგვაჩნია, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოქნილი და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი და არა ერთადერთი ასპექტია. მარიხუანას დეკრიმინალიზაციას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ყავს, სტატისტიკურად, მოხმარების თვალსაზრით კანაფი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პროცესებს მიღმა დავტოვოთ წამალდამოკიდებული ადამიანები და წლების განმავლობაში დამკვიდრებული არაადამიანური ნარკოპოლიტიკის სხვა მსხვერპლები, აუცილებელია სახელმწიფო ზრუნავდეს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე, ჩვენ სოლიდარულები უნდა ვიყოთ ამ ადამიანების მიმართ, უნდა ჩავწვდეთ პრობლემის საყოველთაო ხასიათს, შევძლოთ ნარკოპოლიტიკის მიღმა დამალული სოციალური უსამართლობის დანახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ზედაპირული ხასიათის მოძრაობას, რომელიც შესაძლოა გართობის მოყვარულთა კაპრიზს დაემსგავსოს და ფართო შედეგის თვალსაზრისით განწირული აღმოჩნდეს წარუმატებლობისათვის,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი