კომენტარი

თამარ ლებანიძე: ნარკომომხმარებლები ციხით არ უნდა ისჯებოდნენ

22 ივნისი, 2018 • 2452
თამარ ლებანიძე: ნარკომომხმარებლები ციხით არ უნდა ისჯებოდნენ

თამარ ლებანიძე, გამომცემელი:

„ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ჩემი ადამიანური პოზიციაა, რომ არ უნდა ისჯებოდნენ ციხით ნარკომომხმარებლები. ნარკოტიკის მოხმარება-არმოხმარება პირადი გადაწყვეტილებაა. თუკი ადამიანი თავად არ არის გამსაღებელი და უბრალოდ გადაწყვეტს, ნარკოტიკი მოიხმაროს, ჩემთვის მიუღებელია მხოლოდ ამის გამო აღმოჩნდეს ის ციხეში.

სკოლაში აუცილებლად უნდა მოქმედებდეს პროგრამები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების რისკებს გააცნობს ახალგაზრდებს.

ქუჩის ნარკოტესტირებები იურიდიული თვალსაზრისითაც კი არ მგონია გამართლებული იყოს. ამ დროს ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი