კომენტარი

დათო ტურაშვილი: „ნარკოპოლიტიკა საქართველოში ძალიან სასტიკია საკუთარი მოქალაქეების მიმართ“

15 ივნისი, 2018 • 1771
დათო ტურაშვილი: „ნარკოპოლიტიკა საქართველოში ძალიან სასტიკია საკუთარი მოქალაქეების მიმართ“

დათო ტურაშვილი, მწერალი:

„სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა საქართველოში დიდი ხანია არის ძალიან დაუნდობელი და სასტიკი საკუთარი მოქალაქეების მიმართ და, სამწუხაროდ მისი ძირეულად შეცვლა არცერთ ქართულ ხელისუფლებას არ სურს (და არც მანამდე სურდა). ამიტომაც, მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ასეთი ტრაგიკული სტატისტიკა არსებობს. ალბათ ეს არის ავტოგენოციდის ყველაზე უცნაური ფორმა და კიდევ რამდენი ახალგაზრდა ადამიანი უნდა მოკვდეს საქართველოში, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღოს და ეს ძალიან მარტივი არჩევანი გააკეთოს ადამიანების სასარგებლოდ, მათ გადასარჩენად.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უკვე მერამდენე მთავრობა გამოვიცვალეთ და უკვე მერამდენე  პარლამენტი ავირჩიეთ, მაგრამ უმრავლესობას (სამწუხაროდ) ისევ ისეთი საბჭოური ცნობიერების დეპუტატები შეადგენენ, რომლებსაც არ სურთ დაინახონ ის საშინელი რეალობა, რაც გვანადგურებს და რასაც მხოლოდ სიკვდილი მოაქვს.

იმედია, ადრე თუ გვიან აუცილებლად გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც მიხვდებ,ა რომ მთავარი ღირებულება ადამიანია და ადამიანის მთავარი უფლება კი – სიცოცხლეა.”

_______________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი