სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკოსი, მუსიკალური პროდიუსერი:
„ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანი ციხით არ უნდა ისჯებოდეს. ამაზე, მგონი, ყველა შევთანხმდით.
უმჯობესი იქნება პოლიციამ საკუთარი რესურსი კრიმინალის და ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმაროს. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებაში სხვა ტიპის ჩარევაა საჭირო, ეს შეიძლება იყოს სარეაბილიტაციო პროგრამები, ფსიქოლოგიური დახმარება და არა მათი დევნა.
ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს უმაღლესი დონის საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში, ტელევიზიებში – სოციალური რეკლამა და სხვა.
ნარკოტიკების პირად მოხმარებაზე სასჯელი არ უნდა არსებობდეს.“
_______________
სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“
კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა