კომენტარი

თოჯინების თეატრის ყოფნა–არყოფნა საკითხავი არ არის-ღია წერილი

26 დეკემბერი, 2013 •
თოჯინების თეატრის ყოფნა–არყოფნა საკითხავი არ არის-ღია წერილი

იცვლება მთავრობები, იზრდება თაობები… სამწუხაროდ, უცვლელი რჩება მხოლოდ ხელისუფლების გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება ამ კონკრეტული თეატრის მიმართ.

 

დედაქალაქში არსებულ ერთადერთ სახელმწიფო თოჯინების თეატრს შენობა აღარ აქვს. 2011 წლის მარტში „თბილისის განვითარების ფონდმა“ აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაანგრია თოჯინების თეატრის შენობა. დღეს გვაქვს ასეთი სურათი: აღმაშენებლის #103–ში მდებარე თოჯინების თეატრის შენობა წარმოადგენს სიმპათიურ ფასადს, შიგნით კი გვაქვს ნაგავსაყრელად ქცეული შავი კარკასი. იურიდიულად, თეატრის შენობა ამჟამად თბილისის მერიის საკუთრებაშია. კულტურის სამინისტროს აქვს ჩვენი დახმარების სურვილი, მაგრამ ამისათვის არ გააჩნია შესაბამისი სახსრები.

 

და დღეს 80 წლიანი ტრადიციის მქონე თეატრი ქუჩაშია დარჩენილი.

 

მიუხედავად ამისა, თეატრს არც ერთი დღით არ შეუწყვეტია ფუნქციონირება, საკუთარი სახსრებით ქირაობს დარბაზს და კვირაში დაახლოებით 3 000 პატარა მაყურებელს მასპინძლობს.

 

ხელისუფლებისათვის, რომლისთვის პრიორიტეტული თუ არა, მნიშნელოვანი მაინცაა მომავალი თაობა და კულტურა, თოჯინების თეატრის შენობის მშენებლობა საუკეთესო პროექტი იქნება კეთილი საქმეების საკეთებლად.

 

ძვირფასო პრემიერ–მინისტრო, მოგმართავთ თხოვნით, – იმ ათასობით პატარა მაყურებლის სახელით, ვისთვისაც სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია ამ თეატრის ყოფნა–არყოფნის საკითხი, – გულდასმით შეისწავლოთ საკითხი და დაგვეხმაროთ ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში.

 

პატივისცემით

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ელენე მაცხონაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი