კომენტარი

კახა გოგოლაშვილი: პირიქით, ევროკავშირმა შესაძლოა მეტი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს

22 ნოემბერი, 2013 • • 1423
კახა გოგოლაშვილი: პირიქით, ევროკავშირმა შესაძლოა მეტი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს

შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს და მოლდოვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ევროინტეგრაციას უკრაინის გადაწყვეტილება, რომელსაც მოსახლეობა უკვე აპროტესტებს უკრაინის ქალაქებში?

 

ასოცირების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ–ერთი კომპონენტია, თუმცა მთლიანობაში აქ ისე არ არის, რომ მხოლოდ ასოცირების შეთანხმებაზე იყოს ყველაფერი. ეს არის ევროინტეგრაციის ხელშემწყობის ერთ–ერთ პროცესი.  უკრაინა ევროინტეგრაციას გააგრძელებს. უბრალოდ, იმ ტემპებით ვეღარ, თუ ასოცირების შეთანხმებას არ მოაწერს ხელს. მეორე მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობა ითვალისიწინებს დიფერენციაციას ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. აქ მხოლოდ რეგიონალური მიდგომა არ არის განმსაზღვრელი. ამიტომ საქართველოს და მოლდოვას შეუძლიათ უფრო აქტიურად დაადგენენ ევროპული ინტეგრაციის გზას.

 

ანუ აღმოსავლეთ პარტნიორობა და ასოცირების შეთანხმება ინდივიდუალური პროცესია თითოეულ ქვეყანასთან და ერთმანეთზე მიბმული არ არის ორი ქვეყნის საკითხი?

რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკებები და ფორმატებია და პირდაპირი დამოკიდებებულება არ არსებობს, თუმცა, რაღაც თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესს დააზიანებს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, ევროკავშირი კიდევ უფრო კონცენტრირებული გახდება და დაინტერესებული, რომ ხელი შეუწყოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ლოიალურები არიან ევროინტეგრაციის პროცესისადმი. უკრაინის მაგალითი პირიქით, შეიძლება მასტიმულირებელი იყოს იმისათვის, რომ ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს და მოლდოვას, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც დაინტერესებული იქნება ევროინტეგრაციით.

უკრაინის გამოცდილება ხომ არ შეიძლება რაიმე სახის საფრხთის სიგნალი იყოს საქართველოსთვის. რუსეთმა კიევს აცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და მის ხელმოწერმადე დაიწყო ზეწოლა, როგორც ამას ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ. საქართველოსაც იგივე გზას აქვს გასავლელი…

 

ეს არის რისკები, რომელიც იზრდება, რადგან რუსეთი იფიქრებს, რომ აი, მე მივაღწიე და უკრიანა გავაჩერე, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა საბაჟო კავშირში წავა, უბრალოდ, ჩამოეკიდბა ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის. რა თქმა უნდა, რუსეთი უფრო გაააქტიურებს საქართველოზე ზეწოლის მექანიზმებს, სამაგიეროდ ევროკავშირიც უფრო გააქტიურდება. ფაქტობრივად, ცივი ომის სიტუაციაა, სავაჭრო ომი მიმდინარეობს რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ვინ როგორ გადაქაჩავს თავის მომხრეებს, პრინციპში, ეს ომი რუსეთმა წამოიწყო.

თვითონ უკრაინის ბედზე რომ ვისაუბროთ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, თქვენ თქვით, რომ შუაში იქნება ევროკავშირსა და საბაჟო კავშირს შორის, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

 

ადრე თუ გვიან უკრაინა ევროკავშირთან ამ ხელშეკრულებას ხელს მაინც მოაწერს. უბრალოდ, პოლიტიკურად დაელოდება იმ მომენტს, როდესაც მეტი ძალა იქნება მის ხელში. ეს ყველაფერი შეიძლება უკრაინაში მთავრობის შეცვლის შემდეგ მოხდეს. ძალიან დიდ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს უკრაინაში ის, რაც ახლა ხდება. ეს გამოაღვიძებს უკრაინაში იმ პროევროპულ ძალებს, რომელთაც ეძინათ და რის ხარჯზეც გახდა იანუკოვიჩი პრეზიდნტი. მე მგონია, რომ თუ იანუკოვიჩი თავის ვადაში ხელს არ მოაწერს ამ ხელშეკრულებას ევროკავშირთან, მას შემდეგი არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდება, რაც არ უნდა დიდი დახმარება გაუწიოს რუსეთმა.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის მოსახლეობაში ევროპული არჩევანი უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული?

 

დიახ. უბრალოდ ევროპული გავლენა შედარებით პასიურია, მაგრამ ახლა გააქტიურდება აუცილებლად და ევროკავშირიც უფრო მეტ მუშაობას გაწევს უკრაინაში, რათა დააინტერესოს პროევროპული მოსახლეობა, რათა უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკურ ჭრილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი