კომენტარი

ხატიაშვილი: პროკურატურა გადასულია ადვოკატების დევნაზე

19 ივნისი, 2013 • 1871
ხატიაშვილი: პროკურატურა გადასულია ადვოკატების დევნაზე

“ბატონი იოსები ბრძანდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე,  რომლის სახელთან არის დაკავშირებული  ადვოკატთა ასოციციაციის ბოლოდროინდელი წარმატებები.

 

როდესაც ასეთი ცნობილი ადვოკატის კლიენტებზე ხდება წეზოლა, რათა მათ აიცილონ ბატონი იოსებ ბარათაშვილი და აიყვანონ  სახაზინო ადვოკატი, ეს არის კატასტროფა, რაზედაც  სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა ამოვიღოთ”, – აცხადებს ხატიაშვილი.

 

ხატიაშვილი განცხადებაში მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე, სადაც ბარათაშვილი იცავს ბრალდებულების ინტერესებს, პროკურატურამ, სასამართლოსთან შეთანხმებით, 1 თვით და 20 დღით გადასწია საქმის წინასასამართლო  განხილვა:


“დღესავით  ნათელია, რომ  პროკურატურას დრო სჭირდებოდა  საქმიდან ადვოკატების ჩამოსაცილებლად და ახალი, მათთვის მისაღები ადვოკატის ასაყვანად, რათა შემდეგ ბრალდებულმა აღიაროს დანაშაული.


ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რამოდენიმე თვეა ვაპელირებდი პროკურატურის მხრიდან მოქლაქეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომ მათ აეცილებინათ პროკურატურისთვის მიუღებელი ადვოკატი და საქმეზე ჩაერთოთ გამოძიებისთვის მისაღები ადვოკატი, მაგრამ არავინ არ მომისმინა. მარნეულის პროკურატურამ ბინძური მეთოდებით ჩამოიცილა საქმიდან  ადვოკატი აპოლონ გადელია, სამეგრელოში  სამართალდამცავები ადვოკატ თანდილა ჯოლოგუას დაემუქრენენ განადგურებით და ა. შ. დღეს ბატონ იოსებ ბარათაშვილსაც მიადგნენ.


პროკურატურის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება გაეროს 1990 წლის  ძირითად პრინციპს ადვოკატის როლის შესახებ,  რითაც  ხელმძღვანელობს მთელი ცივილიზებული სამყარო.

 

აღნიშული პრინციპების თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოლიტიკური ვალდებულება, ხელი შეუწყოს ადვოკატის პროფსიულ თავისუფლებას, რათა ადვოკატებმა შეძლონ თავისი უფლებამოსილების განხორციელება დაშინების, ზეწოლის და დევნის გარეშე. საქართველოს პროკურატურა გაეროს 1990 წლის ძირითად პრინციპს ადვოკატის როლის შესახებ იგებს პირიქით და გადასულია ადვოკატების დევნაზე. ხელისუფლება პროკურატურის გაძლიერებით აკანონებს    საპროკურორო სახელმწიფოს, რაც დამახასიათებელია ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის”, – აცხადებს ხატიაშვილი.

 

ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ციხიდან წერილი გამოაგზავნა და მოითხოვა მისი აცილება და სახაზინო ადვოკატის დანიშვნა. ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ მის კლიენტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი