კომენტარი

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

18 მაისი, 2013 • • 1129
ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელია ის, რაც მოხდა 17 მაისს თბილისის ქუჩებში. 

ვგმობთ იმ სასულიერო პირების ქცევას, რომელიც ხელს უწყობდა ძალადობის უფრო წაქეზებას. საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სინდისის, რწმენის და გამოხატვის თავისუფლება. ეს ღირებულებები კი დემოკრატიის უმთავრესი ფუნდამენტია. არავის უნდა ჰქონდეს იმისი განცდა, რომ კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა დგას. საქართველო უნდა იყოს მაქსიმალური სეკულარული სახელმწიფო, სადაც პიროვნების, ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე რელიგიური შეხედულებები.

 

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ემიჯნება და გმობს ყოველგვარი ძალადობის გამოვლინებას. 17 მაისის მოვლენა გვაძლევს საბაბს ვთქვათ, ეს არის გაგრძელება წინწყაროსა და ნიგვზიანის ძალადობრივი მოვლებებისა, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

 

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ დასჯილან ამ ძალადობის ჩამდენი არც ერთი პირი და სოფელ წინწყაროში დღემდე რჩება ქართველი მუსლიმების საფლავზე აღმართული ჯვარი. ვფიქრობთ, ასეთი დაუსჯელობის განცდა დაედო საფუძვლად 17 მაისის აქციაზე განხორციელებულ ძალადობასაც. იმედს ვიტოვებთ, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებებები მიმართული იქნება აღნიშნულ ძალადობის წინააღდეგ სამართლებრივი შედეგების უზრუნველსაყოფად და არ დარჩება მხოლოდ განცხადება განცხადებისათვის. დაცული იქნება საქართველოს კონსტიტუცია, ჯეროვნად და მყისიერად დასჯილნი იქნებიან დამნაშავეები.

ტარიელ ნაკაიძე

ქართველ მუსლიმთა კავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი