კომენტარი

ყაზახეთი მზადაა ავღანეთს და აზიის რეგიონს დახმარება გაუწიოს

12 მაისი, 2013 •
ყაზახეთი მზადაა ავღანეთს და აზიის რეგიონს დახმარება გაუწიოს

ყაზახეთი ცდილობს ჩაერთოს G-20 ფორმატის გლობალურ თამაშში. ამასთან დაკავშრებით ნურსულთან ნაზარბაევმა უკვე ჩამოაყალიბა იდეა G-GLOBAL, რომლის არსი აზიური პოლიტელიტის დიალოგში მდგომარეობს. ინტერნეტში ფუნქციონირებს G-GLOBAL–ის საკომუნიკციო მოედანი, რომელსაც ჰყავს მილიონობით მომხმარებელი. მის ფარგლებში განიხილება ნაზარბაევის მიერ შემოთავაზებული G-GLOBAL–ის ხუთი პრინციპი, რომელიც მიეახლოებით ასე გამოიყურება: ევოლუცია – პოლიტიკაში რევოლუციურ ცვლილებებზე უარის თქმა; სამართლიანობა, თანასწორობა, კონსენსუსი; გლობალური ტოლერანტობა და ნდობა; გლობალური გამჭვირვალობა; კონსტრუქციული მრავალპოლარობა.


ამ პრონციპებზე დაყრდნობით შესაძლებელია ყაზახეთმა დიალოგი წარმართოს ნებისმიერ გლობალურ გაერთიანებასთან. G-GLOBAL–ის განხორციელება ეკონომიკურად მოძლიერებულ მოთამაშეს შუა აზიის რეგიონში საშუალებას მისცემს, G-20–ის სრულფასოვანი მონაწილე გახდეს.

 

ევრაზიის მე–11 მედიაფორუმის ფარგლებში თავის გამოსვლაში ყაზახეთის ლიდერმა კვლავ განიხილა ავღანეთის წყობა 2014 წელს კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ, სიტუაცია ცენტრალური აზიის რეგიონში, ევრაზიის კავშირის პერსპექტივები და ყაზახეთის ეკონომიკური განვითარება.

 

გარდა ამისა, იგი მრავალპოლარული აზიის მშენებლობაში ყაზახეთსაც მოიაზრებს და „გეოპოლიტიკური ქაოსის“ წინააღმდეგ ილაშქრებს:

– “ბოლო ათწლეულების მსოფლიოს გეოპოლიტიკური რეალიები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მსოფლიო თანამეგობრობა უფრო აქტიურად განიხილავს არსებული გეოპოლიტიკური პარადიგმების შეცვლის აუცილებლობას. მრავალპოლარული სამყაროს მშენებლობა მთელი გლობალური თანამეგობრობის დიალოგის საფუძველზე დგას დღის წესრიგში, რითიც შეიძლება შეებრძოლოს გეოპოლიტიკურ ქაოსს“.

 

ამ დროისათვის არსებული მაჩვენებლებით ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ფლაგმანი კი სწორედ ყაზახეთია, რომელიც უკვე მერამდენე წელია ცდილობს შევიდეს საგარეო პოლიტიკის ცვლილებების სტადიაში. რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა ყაზახეთისთვის ძალზედ აქტალურია. ნურსულთან ნაზარბაევი აქაც ელის გარკვეულ პოზიტიურ ცვილებებს:

 

– „პირდაპირ ვიტყვი, მე არ ვემხრობი „კატასტროფის თეორიას“, რომელიც სხვადსხვა მხრიდან გვესმის. არ ვთვლი, რომ უკვე ჩართულია ათვლის წამზომი, რომელიც 2014 წელს მიუახლოვებს რეგიონს „საათ Х–თან“, როდესაც დასრულდება საერთაშორისო კოალიციური ძალების ოპერაცია ავღანეთში. დარწმუნებული ვარ, არაფერი კრიტიკული არ მოხდება. თუმცა არსებობენ ამის მსურველები და ამ სცენარით დაშინების მსურველებიც“, – აფრთხილებს მეზობელი ქვეყნების ლიდერებს ყაზახეთის პრეზიდენტი.

 

ნურსულთან ნაზარბაევის აზრით, ცენტრალური აზიის რეგიონის პოზიციონირებაში არის წარსულის ინერციაც. მისივე დასკვნით ტენდენცია იგრძნობა ზოგიერთი ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების მოსაზრებებში. ნაზარბაევმა მიზანში მასმედიაც ამოიღო და „გადაულახავი არქაული სტერეოტიპების“ არსებობაში დაადანაშაულა.

 

– „ზოგიერთი ვერ ხედავს ან არ უნდა ცენტრალური აზიის რეგიონის ახალი რეალობის დანახვა, რომელიც არ არის ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო. ცენტრალური აზია არ არის „ღვთისაგან დავიწყებული“ გარეუბანი ან „უპატრონო მიწა“. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვევაზე, ვუყუროთ რეგიონს ძველი ტელევიზორის ეკრანიდან იმ შთამბეჭდავი ცვლილებების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც განხორციელდა ორი ათწლეულის მანძილზე.
ყაზახეთმა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს, რომ გააჩნიათ სუვერენული და ღირსეული განვითარების უნარი“.

 

საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ოფიციალური ასტანის ახლებური მიდგომა რეგიონისადმი – მსოფლიოში თვლიან, რომ ცენტრალური აზიის დანარჩენ ქვეყნებს ხშირად მოიაზრებენ გარე სამყაროზე გავლენის ობიექტებად.

 

– „შესაძლოა ეს ამ ქვეყნების ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე მოხდეს, რაც გეოპოლიტიკური წინდაუხედაობის დემონსტრირებაა“, – თვლიან ევრაზიის მე–11 მედიაფორუმზე ყაზახეთის ოფიციალური პირები.

 

ამ დროისთვის აზიაში ურთიერთმქმედების შესახებ შეთანხმებას 20 სახელმწიფოზე მეტი აწერს ხელს. მათ შორისაა ისეთი გაერთიანებებიც, როგორიც- შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია და ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია. რეგიონული მაშტაბის კრიზისზე მათი რეაგირების უნარი არის საკმაოდ მაღალი. და ეს გასათვალისწინებელია.

 

სამოქალაქო ომი ავღანეთში, რომელიც 1979 წელს დაიწყო, უკვე 34 წელი მიმდენარეობს. სამწუხაროდ, ამ კუთხით მიღწევები მოკრძალებულია, რაც აქტუალურს ხდის ავღანეთისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული და საინვესტიციო დახმარების გაწევას. ყაზახეთი მზად არის დახმარება გაწიოს და ახალი საერთაშორისო მისიაში მიიღოს მონაწილეობა.

 

ნურსულთან ნაზარბაევი არ ეთანხმება იმ შეფასებების ავტორებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო კოალიციის მისიამ ავღანეთში თითქოს ვერ მიაღწია თავის მიზნებს. უშუალო საფრთხეები შემცირებულია და ლოკალიზებულია. უდავოდ, პრობლემები არსებობს შიდაავღანური დარეგულირების პროცესში, მაგრამ აქაც დადებითი ცვლილებები სახეზეა:

 

– „მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ზომების მიღების მნიშვნელობას, რაც მიმართული იქნება მშვიდობის მშენებლობაზე და ავღანური ეკონომიკის განვითარებაზე“.

 

ზოგიერთ სხვა აზიურ ქვეყანაში ასევე რეალურია დესტაბილიზაციის საფრთხეები. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას, ყოველწლიურად იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი