კომენტარი

მედიას და ნეტგაზეთის რედაქციას

25 აპრილი, 2013 • 1068
მედიას და ნეტგაზეთის რედაქციას

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

აქვე ჩვენი მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის ვაკეთებთ განმარტებას, “მეცხრე არხმა” 24 აპრილს შემდეგი პრესრელიზი მიაწოდა მედიას:

 

“ ტელეკომპანია “მეცხრე არხმა” “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ გამოცხადებულ ტენდერზე დაფინანსება მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია 10 ტელედისკუსიას მოამზადებს.

 

“მეცხრე არხის” თოქ-შოუები “მთავარი კითხვა” და “დიდი დრო” სხვა საკითხებთან ერთად 2013 წლის ბოლომდე საზოგადოების ევროინტეგრაციასთან მიმართებაში ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

“მეცხრე არხის” ტელედისკუსიებში აქცენტები გაკეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა: რამდენად სწრაფად მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი, რა შენიშვნები აქვს საქართველოს მთავრობასთან სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ევროკავშირს? აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სხვა.

 

“ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ გამოცხადებული შიდა ტენდერი ხუთი ქართული ტელეკომპანიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა დაფინანსება “მეცხრე არხის” სატენდერო პროექტმა მოიპოვა.

 

“მეცხრე არხი” პროექტის განხორციელებას მალე ახალი სტუდიებიდან დაიწყებს.

 

ტელეკომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ “მეცხრე არხი” უახლესი ტექნიკური ბაზით,რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია, მალე გაეშვება ახალი სტუდიდან, იცვლება მაუწყებლობის ფორმატი, დინამიკა და დაფარვის არეალი.”
აქვე დავსძენთ, რომ ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე, საერთაშორისო სტანდარტების, მიუკერძოებელი და ობიექტური ტელევიზიაა. NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად კი, მოსახლეობაში სარგებლობს ნდობის რეიტინგით მეორე პოზიციაზე.

 

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია პრემიერ მინისტრის მეუღლის კომპანიის დაფუძნებულია არც პრემიერ-მინისტრი და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი არასდროს ჩარეულა არხის საინფორმაციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში.

 

გთხოვთ, ჩვენს კოლეგებს და გარკვეულ მედიასაშუალებებს, რომ მომავალში “მეცხრე არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯეროვნად და მეტი სიზუსტის მიზნით იქნას გადამოწმებული პირველწყაროსთან.

 

ვთვლით, რომ არაჯეროვანი ინფორმაციის გავრცელებით, ცალსახად ირღვევა ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის ყველაზე მთავარი პირველი პუნქტი – ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

 

პატივისცემით,

ტელეკომპანია “მეცხრე არხი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი