კომენტარი

დავით კირვალიძე: სოფლის მეურნეობის ფონდში “ქართუმ” გააკეთა შემოწირულობა

5 მარტი, 2013 • 1103
დავით კირვალიძე: სოფლის მეურნეობის ფონდში “ქართუმ” გააკეთა შემოწირულობა

რამდენია ამ დროისათვის სოფლის მეურნეობის ფონდის ბიუჯეტი, ვინ არიან ფონდის მთავარი შემომწირველები და როგორია მისი სტრუქტურა?

სოფლის მეურნეობის ფონდი რეალურად არის თანხის მიმღები და დამკონტრაქტებელი. საქმეს აკეთებს სოფლის მეურნეობის პროექტების განმახორციელებელი სააგენტო. ამ სააგენტოს აქვს თავისი შპს “მექანიზატორი”, რომელიც ასრულებს შეკვეთებს.  ფონდში საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” გააკეთა შემოწირულობა. არის კერძო შემოწირულობაც სოფლის მეურნეობის საქველმოქმედო ფონდიდან. უფრო მთავარია, საქმე გაკეთდეს და არა ის თანხა, ვინ შემოიტანა. რაც შეეხება რაოდენობას, ვერ ვაკონკრეტებ, ფონდში თანხა მოძრაობს.  

ფონდიდან თანხის ხარჯვაზე გადაწყვეტილებას ვინ იღებს?

ფონდის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მანაგაძე. სოფლის მეურნეობის ფონდს ჰყავს თავისი გამგეობა, რომლის თავმჯდომერეც არის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

ფონდიდან რა ღონისძიებები დაფინანსდა და როდის მიიღებენ დაპირებულ იაფ კრედიტებს ფერმერები?

ფონდის დაფინანსებით ხდება საგაზაფხულო ხვნა. სახელმწიფო და ფონდი ერთობლივად აკეთებენ  სერვის-ცენტრებს. სახელმწიფოს  ფულის ნაწილით  ვაკეთებთ ირიგაციის სისტემას. მერე ფონდის ფულს დაემატება მსოფლიო ბანკის მიერ გადმორიცხული თანხაც. 350 მილიონი ლარი მხოლიდ ირიგაციაის სისტემის გამართვას  სჭირდება. საგაზაფხულო ხვნაზე  დაგვჭირდება 700 ათასი ლარი. შემოდგომაზე დავიწყებთ ხორბლის მასშტაბურ პროექტს. ამ პროექტისთვისაც ფულს ფონდი გაიღებს. კრედიტების შესახებ ინფორმაციას მომავალ კვირას გამოვაცხადებთ. მიმდინარეობს ბანკებთან მემორანდუმების გაფორმება და თავს ვიკავებთ თარიღის გამოცახდებისაგან, რადგან ჯერ ზუსტად არ ვიცით, რომელ ბანკებთან გაფორმდება ხელშეკრულება. ინტერესი დიდია, კრედიტების პროექტში სულ 10 სუბიექტი იქნება – ბანკებიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. არ გამოვრიცხავ, რომ დაემატონ.

რა პრინციპით და ვის მიერ მოხდება პროექტების შერჩევა, ფერმერებმა რეგიონებში ბიზნესპროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობებში ჩააბარეს.   

პროექტის პრიორიტეტს ბანკები განსაზღვრავენ. ფონდი არის გამტარი, პროექტებისთვის  ფულს კომერციული ორგანიზაციები გაიღებენ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობებს ვთხოვეთ, რომ ფერმერებისაგან მიეღოთ ინფორმაცია, რა იყო მათთვის პრიორიტეტი. პროექტები მეწარმეებმა ბანკში უნდა წარადგინონ.

10 მარტს სრულდება ხვნა–თესვისთვის განკუთვნილი ბარათების დარიგება, რა მოცულობის მიწაა ამ დროისათვის დამუშავებული?

სამწუხაროდ, ამ დროისათვის ხვნის პროცესი უამინდობის გამო შეჩერებულია. მიწა სველია და პროცესი ამან შეფერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი