კომენტარი

პოლიტიკური ოპონენტების მარკირება ჰომოსექსუალებად – პოლიტიკური თამაშები [audio]

1 თებერვალი, 2013 • • 1197
პოლიტიკური ოპონენტების მარკირება ჰომოსექსუალებად – პოლიტიკური თამაშები [audio]

“ეს არის დამკვიდრებული პოლიტიკური თამაშის ნაწილი, პოლიტიკური ოპონენტების მარკირება ჰომოსექსუალებად, ან მათი გამოცხადება ჰომოსექსუალების ინტერესების გამტარებლად. მათი თვალსაზრისით ეს ღირსებას ულახავს ადამიანს. ეს არის შავი პიარის ნაწილი. პოლიტიკური კულტურაც ის გვაქვს, რა საზოგადოებაც ვართ, “ –ამბობს ეკა  აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი, გენდერის სპეციალისტი.

 

როგორ უნდა მოქცეულიყო პროკურატურა, რომელმაც ფარულად  რამდენიმე ვიდეომასალა გაავრცელა ამ საქმეზე,  რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა აზოგადოებისთვის და ამავდროულად არ დაერღვია იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც ასახული არიან ვიდეომასალაში?  რა საფრთხეები არსებობს და იყენებენ თუ არა საზოგადოების განწყობებს პოლიტიკური მიზნებისთვის – სწორედ ამ საკითხებზე  ესაუბრა  “ნეტგაზეთი”  ეკა აღდგომელაშვილს: 

 

შეგახსენებთ, რომ  ვიდეომასალა და სპეციალური განცხადება პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს გაავრცელა. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით,  მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე,  ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც აშანტაჟებდნენ  მათ და  სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. 

 

 

მასალის გავრცელებას არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია და ასევე პროკურატურამ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. საქართველოს მთავარ პროკურორმა  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ადამიანთა უფლებების დარღვევის საკითხი თავსმოხვეულია და პირის იდენტიფიცირება მარტივი რომ ყოფილიყო, აქამდე იდენტიფიცირდებოდა, რადგან ვიდეომასალა ერთი კვირაა გავრცელდა. თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ პირი შესაძლოა ამოიცნო ოაჯახის წევრმა, რაც საჯარო არ გამხდარა და არ ვიცით,  მთავარმა პროკურორმა უპასუხა:

 

” მოდით, იმაზე ვთქვათ, რაც ვიცით. ვიცით ის, რომ ასეთი არ გამოვლენილა და არც ერთ ადამიანს არც შიგნით, არც გარეთ, არც კულუარულად და არც არაკულუარულად მსგავსი პრეტენზია არც გამოუხატავს და ვერ გამოხატავენ. რამეთუ მტკიცედ იყო ტექნიკოსთა მიერ ნათქვამი, რომ ამ კადრების იდენტიფიცირება შეუძლებელია და თვითონ ფაქტი ადასტურებს ამას,”–განაცხადა მთავარმა პროკურორმა.  

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი