უცვლელად გთავაზობთ ამ საკითხების შესახებ გენო ცაავას ღია წერილს, რომლითაც საქართველოს პატრიარქს, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს:
კულტურული და სამუზეუმო ცენტრი
(პირობითი სახელწოდებით)
”ქართული ლუვრი”
თანამემამულენო!
საქართველოზე ფიქრითა და ზრუნვით მცხოვრებო ქართველებო, მინდა გაცნობოთ და გაგიზიაროთ მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში დღეს რეალურად არსებობს დიდი შანსი თბილისში ყოფილი პარლამენტის შენობაში კულტურული და სამუზეუმო ცენტრი – პირობითი სახელწოდებით ”ქართული ლუვრი” დაფუძნდეს.
ეს იდეა განაპირობა მისი უწმინდესობის ნათქვამმა, რომელსაც განცხადებული ჰქონდა, რომ თბილისში უნდა შეიქმნას კულტურული ცენტრი.
”ქართული ლუვრის” შექმნის იდეის თაობაზე 2005 წლიდან ვფიქრობ და ამ საკითხზე პირველი პატრიარქთან მქონდა საუბარი. მისი უწმინდესობა ამ იდეით აღფრთოვანებული დარჩა და 1992 წელს პარლამენტის გადატანა – არგადატანასთან დაკავშირებით თავისივე ინიციატივის ძალზედ საინტერესო ისტორიაც მიამბო, რომელიც კონფიდენციალურია და ყოველივე ამაზე აუცილებლად მიმაჩნია მის უწმინდესობას, პრემირ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თავად გაესაუბროთ…
ამ იდეაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთანაც
მქონდა საუბარი, რომელმაც თქვა, რომ მუზეუმის საცავებში სამ მილიონზე მეტი ექსპონატია, რომელსაც დღის შუქი არ უნახავსო და ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ იყოს, ამ უმნიშვნელოვანეს იდეას პირველ რიგში განახორციელებდაო.
ამ მოსაზრებაზე ეპისკოპოსებთან: მიტროპოლიტ დავით ალავერდელთან და მიტროპოლიტ პეტრე ჭყონდიდელთან, პარლამენტარებთან კახა კუკავასთან და უამრავ ადამიანთან მქონდა ნასაუბრები. მე და ბატონ რეზო ჩხეიძეს ამ საქმის მოგვარების კონკრეტული და საინტერესო გეგმებიც გაგვაჩნდა…
მოკლედ, ეს იდეა ვინც კი გაიგო, ყველა აღფრთოვანებული იყო!!!…
ამ პროექტზე ასევე კულტურის ყოფილ მინისტრთან ნიკა რურუასთანაც ოფიციალურად მქონდა საუბარი. ვუხსნიდი იდეის კონცეფციას და ასევე განვუმარტავდი, რომ 150 პარლამენტარს ამხელა უზარმაზარი შენობა რათ უნდა – მეთქი. ყოფილ მინისტრს ”ქართული ლუვრის” შექმნის თაობაზე სრული მოსაზრება მივაწოდე და ავუხსენი, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის შენობა მშენებარე პრეზიდენტის სასახლეში გადასულიყო. ან საქართველოს მთავრობის შენობაში, ან ბორჯომში, ან რომელიმე რეგიონში, ხოლო პარლამენტის შენობაში ”ქართული ლუვრი” დაარსებულიყო. ნიკა რურუასთვის პარლამენტის შენობის ”ქართულ ლუვრად”გარდაქმნასთან დაკავშირებით კონკრეტული, ქვემოთ მოყვანილი მოსაზრებები მქონდა შეთავაზებული:
1.”ქართული ლუვრის” მოსაწყობად უნდა გაეყიდათ ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თბილისში, პუშკინის ძეგლის წინ მდებარეობს. ეს შენობა არქიტექტორული და ისტორიული თვალსაზრისით არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. თბილისის ცენტრში ეს არის რუსული ყაზარმული ტიპის აბსოლიტურად უინტერესო შენობა, რომელიც უნდა გაყიდულიყო და თანხა ”ქართული ლუვრის” კეთილმოწყობას უნდა მოხმარებოდა, ხელოვნების მუზეუმი დანგრეულიყო და მის ადგილას ახალი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში შექმნილიყო, ხოლო იქ არსებული ექსპონატები ”ქართულ ლუვრში” დაბინავებულიყო…
2. ”ქართული ლუვრის” შესაძლებლობები:
–”ქართულ ლუვრში” შეიქმნება ქართული და უცხოური კოლექციის მრავალფეროვანი, უზარმაზარი მუდმივი საგამოფენო ექსპოზიცია, ასევე თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. მოეწყობა მხატვართა მსოფლიო ”ბიენალე”, ისეთივე, როგორიც იტალიაში ეწყობა, მაგრამ”ქართულ ლუვრში” ბიენალისთვის ბევრად უფრო მეტი, საინტერესო და გრანდიოზული სივრცე შეიქმნება – ვიდრე იტალიაშია!!!…
– ”ქართული ლუვრი” კინო და სათეატრო საფესტივალო სივრცე გახდება.
– ერთდროულად უამრავი სხვადასხვა საპრეზენტაციო საღამოები მოეწყობა.
– განთავსთდება სამ მილიონზე მეტი ექსპონატი, რომელიც ქართულ სამუზეუმო საცავებში არსებობს და რომელსაც დღის შუქი არ უნახავს.
– შეიქმნება როგორც საერო, ასევე სასულიერო, ცნობილი ქართველი ადამიანების ცვილის ქანდაკებების უამრავი სახეები, ისეთი, როგორიც მადამ ტიუსოს მუზეუმშია, მაგრამ”ქართულ ლუვრში” მხოლოდ წმინდა ეროვნული სახეებისგან შექმნილი ცვილის ქანდაკებები შეიქმნება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ ექნება.
– ”ქართულ ლუვრში” განხორციელდება ყველა ის სამუზეუმო მენეჯმენტი, რომელიც სამუზეუმო მარკეტინგის თვალსაზრისით სერიოზულად დიდ ეკონომიკურ ბერკეტს წარმოადგენს…
– თბილისის ცენტრში შეიქმნება, ”ცისფერი გალერეის”, სახელმწიფო მუზემის, გუდიაშვილის სახლ მუზეუმისა და ”ქართული ლუვრის” ერთი მთლიანი კულტურული და ისტორიული სამუზეუმო ანსამბლი, რომელსაც ასევე მიემატება რუსთაველის კინოთეატრის გვერდზე – ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიზე მშენებარე თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობა…
– თბილისში ერთი მთლიანი და უზარმაზარი კულტურული ცენტრის შექმნის შემთხვევაში, განხორციელდება რუსთაველის გამზირის საინტერესო კონცეფციის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერსპექტივა, რომელიც უამრავ მრავალფეროვან კომპონენტს თავს მოუყრის, დედაქალაქს სრულიად ახალ ფუნქციას მიანიჭებს და საოცრად მიმზიდველ იერსახეს შეუქმნის…
ნიკა რურუა ამ იდეით აღფრთოვანებული იყო. ისე მოეწონა, რომ თავისი ინტერესი ვერ დამალა და წამოსცდა – “მანდ მაგარი სასტუმრო შეიძლება რომ გაკეთდესო”, მაგრამ მის გამონათქვამზე ჩემი შეძრწუნებული და აღშფოთებული სახე რომ დაინახა, თქვა, რომ იხუმრა და ”ქართული ლუვრის” შექმნის იდეა ფანტასტიკურია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდესო!!! რურუასთან ამ საუბრის შემდეგ მასმედიებში ინტენსიურად – ფორსირებულ რეჟიმში პარლამენტის გადატანაზე დაიწყეს საუბარი და ეს უკვე რეალურად განახორციელეს!!!…
მკითხველს კარგად ემახსოვრება პარლამენტარ ბობოხიძის „ღრმად საფუძვლიანი“ განცხადება – ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტმა აიტაცა და ისეთი არგუმენტების ბუღი დააყენა, უკეთესს რომ ვერავინ ინატრებდა. არადა, ბობოხიძის ინიციატივა სააკაშვილის ინიციატივა იყო – გაჟღერებული ბობოხიძის მიერ.
ყოფილი პარლამენტის შენობის ვითომდა ინვესტორზე გაყიდვაც ბლეფი იყო და ეს უშუალოდ რურუასი და სააკაშვილის ყოფილი პარლამენტის შენობის დასაკუთრების ცხოველურ ინტერესს წარმოადგენდა. ამ ინტერესმა შეგნებულად პარლამენტის ქუთაისში გადატანა განახორციელა და ყოველივე ეს ჩემმა პროექტმა განაპირობა…
ბატონო ბიძინა,
თქვენ განაცხადეთ, რომ სურვილი გქონდათ თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დაგეარსებინათ. დღეს კი ”ქართული ლუვრის” შექმნით თქვენი სურვილის განხორციელების სერიოზული და რეალური შესაძლებლობა არსებობს!!!…
დღეს ნამდვილად ის დროა, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და საზოგადოების აქტიური ჩართვით დედაქალაქის ცენტრში ისტორიული იდეა – კულტურული ცენტრი, ”ქართული ლუვრი” დაფუძნდეს და უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, უფლის ნაკარნახევი იდეა – თავისი ბრწყინვალებით განხორციელდეს…
მომავალი მუზეუმის მთლიან კომლექსში
საქართველოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის მოიაზრება:
1. ყოფილი პარლამენტის მიწაზე, მომავალ სამუზეუმო კომლექსში – 1865-1866 წლებში აგებული ალქსანდრე ნეველის სახელობის ტაძრისა და ამავე ტაძრის ეზოში 1921 წელს კოჯორთან დაღუპული ქართველი იუნკრების სამარხის არსებობა, საგანგებოდ ძალზე საინტერესოდ განსახიერდება…
2. თბილისის ახალგაზრდობის სასახლე თავისი მშვენიერებით, სასურველია განთავსთდეს მომავალ სამუზეუმო კომპლექსის ერთ–ერთ ფლიგელში, ხოლო ვრცელი ბაღით XIX საუკუნის თბილისის გამორჩეული მეფისნაცვლის შენობაში (ყოფილი პიონერთა სასახლე) მომავალში დამკვიდრდეს სამეფო რეზიდენცია…
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ წელიწადში საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება, ხოლო უახლოეს დროში კონსტიტუციურ მონარქიად ჩამოყალიბდება და საქართველო – საქართველოს სამეფო გახდება…
პატრიარქი აცხადებს:
საქართველოში ოდესღაც იყო მეფე, კულტურა და ეკლესია, დღეს საერო, სამოქალაქო კონსოლიდაციის თვალსაზრისით დარჩა მხოლოდ ერთი – ეკლესია, ამ პოლიტიკას თანმიმდევრულად ახორციელებს საპატრიარქო და აქედან გამომდინარე, გამოდის კიდეც კონსტიტუციური მონარქიისა და საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შექმნის იდეით .
ვფიქრობ და მიმაჩნია, თანამედროვე საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიურად წარმატებულად განვითარებისთვის საპარლამენტო ცხოვრება თბილისში, რუსთაველზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ყოფილი პარლამენტის შენობაში ქართული ლუვრი დაფუძნდეს, ხოლო პარლამენტი, მიუხედავად დეპუტატების მიერ უსაფუძვლო არგუმენტებისა და კომუნალური პრობლემების სირთულეებზე აპელირებისა, სრულიადაც შესაძლებელია პარლამენტი უძველეს კოლხას სამეფოს მთავარ ქალაქში –ქუთაისში დარჩეს და საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდეს, შეიქმნას სადეპუტატო ლამაზი სოფელი, საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვადასხვა დიპლომატიური სტრუქტურების ოფისები, რომელიც ქუთაისს განვითარების უზარმაზარ პერსპექტივას შეუქმნის და სახელმწიფოს უკვდავების სიმბოლოს, ერთიანი საქართველოს წმინდა მონარქის – დავით აღმაშენებლის უძველეს სატახტო ქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს არსებობა მთელი საქართველოსთვის მომგებიანი გახდება!
ამ ეტაპზე – სანამ ქვეყანა ორხელისუფლებიანობიდან და პარლამენტი ნაციონალისტებიდან სამუდამოდ არ გაიწმინდება, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის რეალური საჭიროება არ არსებობს და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ინიციატივა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
სახელმწიფოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის და ეროვნული ისტორიის ორიენტირის განსაზღვრისთვის, საკუთარი ხალხის მტრად ქცეული ნაციონალისტების დასამარცხებლად მათი რეჟიმი კანონგარეშედ უნდა გამოცხადეს და მათი საბოლოო იზოლაციისთვის ყოველნაირი რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად ჩატარება მიმაჩნია. ყოველივე ეს დაუყოვნებლივ საქართველოს საზოგადოების დისკუსიის და განხილვის თემა უნდა გახდეს, სააქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის განცდა არ უნდა წაერთვას და თუ პარლამენტი თბილისში მაინც გადავა, მაშინ 2013წლის ოქტომბრიდან თავისუფალი შესაძლებლობა იქნება პარლამენტი საბოლოოდ პრეზიდენტის სასახლეში დამკვიდრეს, პრეზიდენტის კაბინეტი არსებულ მთავრობის შენობაში დაბრუნდეს, ხოლო ყველა შემთხვევაში თბილისში ყოფილ პარლამენტის შენობაში ქართული ლუვრი დაფუძნდეს.
ამ მიმართულებით აზროვნება ბედნიერებასთან ზიარება იქნება და ვისურვებ, ფიქრის, განსჯისა და ღრმა ანალიზის საფუძველზე ქვეყანამ და მთავრობამ სიტყვითა და საქმით ამ მიმართულებით ერთად ვიფიქროთ, არჩევნების მონაპოვარი ღირსეულად დავიცვათ, შეცდომები არ დავუშვათ და იმედს არ ვკარგავ, რომ მოსაზრება “ქართული ლუვრი“ იხილავს მზის სინათლეს.
3. არსებობს რუსთაველის გამზირის განვითარების პროექტი, რომელიც ასევე საზოგადოების დისკუსიისა და განხილვის თემა უნდა გახდეს.
საუკეთესო სურვილებით ესპანეთიდან.
პროექტისა და იდეის ავტორი
გენო ცაავა.
კინორეჟისორი,
მხატვარ–დიზაინერი,
პროდიუსერი.
P.S. წარმოიდგინეთ, პეტერბურგში – ყოფილ მეფის სასახლეში „ერმიტაჟი“ და პარიზში – მეფეთა სასახლეში კი „ლუვრი“ არ არსებობდეს. დღეს კი მსოფლიოში ულამაზესი ეს მუზეუმები მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს.