კომენტარი

iPhone+ განმარტებას აკეთებს

19 იანვარი, 2013 •
iPhone+ განმარტებას აკეთებს

ჩვენ გვაქვს ერთთვიანი სტაჟირება და ეს არის პრობლემა ბათუმელებისთვის, ისინი ვერ ჩამოდიან, ვერ ახერხებენ სტაჟირებას ერთი თვის განმავლობაში. ამ დროს ეს ადვილია თბილისელებისათვის, რადგან სტაჟირება ხდება თბილისში. თბილესელები არ ხარჯავენ ბევრ ფულს, მხოლოდ სამარშუტო ტაქსის ფული ეხარჯებათ, ბათუმელებმა კი ფული უნდა დახარჯონ, იქირაონ, ნათესავებს თხოვონ და ასე შემდეგ.

 

 

ჩვენ ბათუმში გვაქვს საცხოვრებელი ფართი, ამიტომ გადავწვიტეთ ასე. ბათუმიდან როცა მოდიან კადრები, შეიძლება რამდენიმე დღეში არ მოგვეწონოს ის კადრი. უნდა ჩამოვიდნენ, დახარჯონ ამდენი ფული და ამ დროს შეიძლება 30 ადამიანიდან მხოლოდ სამი მივიღოთ სამსახურში.  ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის და მათთვისაც და ამავე დროს ძალიან უხერხულია, როცა ჩამოიყვან ადამიანს და სამ დღეში ეუბნები – ახლა ჩვენთან ვეღარ იმუშავებ. ეს რომ აგვეცილებინა თავიდან, ამიტომაც გამოვაცხადეთ ასეთი ვაკანსია.

 

 

ჩვენ სამი ადამიანი გვაყვს შერჩეული ბათუმის ოფისისთვის, ძალიან კარგად ახერხებენ ყველაფერს და მუშაობენ კიდეც ჩვენს მაღაზიაში. მაგრამ დანარჩენი კადრები ამის გამო, რაც უკვე გითხარით: ერთი, რომ ვერ ახერხებენ სტაჟირებაზე თბილისში ჩამოსვლას, აქვთ ძალიან დიდი ხარჯი (თან იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მივიღოთ სამსახურში); მეორე: თბილისიდან ჩასული კადრი მთლიანად ორიენტირებულია სამუშაოზე, არც ნაცნობები ჰყავს, არც მეგობრები რომ აქეთ- იქეთ იაროს, მთლიანად სამუშაოზეა ორიენტირებული. ეს ორი მიზეზია ძირითადად.

 

 

მომავალში არც იმას გამოვრიცხავ, როცა ბათუმში ჩავალთ, ბათუმშივე მივიღებთ კადრებს და იქვე გაიმართება ტრენინგები.   

მასალების გადაბეჭდვის წესი