კომენტარი

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ხელისუფლებას საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

24 სექტემბერი, 2012 •
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ხელისუფლებას საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩევნების დღეს უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.

 

“კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივას, რომელიც  კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე  ვიდეო და ფოტოგადაღების დამატებითი წესების დადგენას გულისხმობს. ცესკოს დადგენილების პროექტი ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დადგენილ წესებს და სრულიად დაუსაბუთებლად ზღუდავს საარჩევნო პროცესის გაშუქების შესაძლებლობას.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი   Must Carry-ის პრინციპების გაგრძელებასა და შესრულებას არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში.

 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების სრული  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რადგან  მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, საზოგადოებამ  ნდობა გამოუცხადოს არჩევნების შედეგებს. 

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, იხელმძვანელონ საზოგადოების წინაშე მაღალი ანგარიშვალდებულების სტანდარტით და არ შეაფერხონ არჩევნების დღის გაშუქების შესაძლებელობა,”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი