კომენტარი

მკვდარი ბაბუს პარადოქსი

9 სექტემბერი, 2012 • 2482
მკვდარი ბაბუს პარადოქსი

და მომეჩვენა, რომ მათ მართლაც სჯეროდათ იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დროში მოგზაურობა. კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლე არის გიგანტური დროის მანქანა, რომლითაც ეს უკანასკნელი თავისუფალ დროს ფარაონებთან, იმპერატორებთან, კანონიერ ქურდებთან და დინოზავრებთან სეირნობაში ატარებს. სავარაუდოდ, მისი დაინტერესებაც ფსიქოანალიზით, სწორედ ფროიდთან ხანგრძლივი საუბრების შედეგი უნდა იყოს.

 

მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელსაც მკვდარი ბაბუის პარადოქსსაც ეძახიან, ანუ წარმოიდგინეთ დროში მოგზაური, რომელიც კლავს საკუთარ ბაბუას, სანამ ის ბებოსთან მხურვალე სექსს მოასწრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროში მოგზაურის ერთ-ერთ მშობელს (თუ ორივე ბაბუა არ მოკლა) დაბადება არ უწერია. შესაბამისად, არც მას ეღირსება H2SO4 და მწვანე პლანეტაზე ტანტალი.  შესაბამისად, ის კონკრეტული დროში მოგზაურობაც ვერ იარსებებდა. ანუ წარსულში დაბრუნებით ვერანაირად ვერ შევცვლით აწმყოს.

 

მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილს მართლაც აქვს დროის მანქანა, ჩვენ ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. 2 კაციც და გავდივართ! და იქნებ მოვახერხოთ დროის ალტერნატიული ხაზის შექმნა, დროისა, რომელშიც აღარ იქნება მხედრიონი და ჩვენი საამაყო ისტორიის ის გამორჩეულად სასტიკი მომენტები, რომლებაც ჩვენი ამჟამინდელი მიმართებები განაპირობა.

 

ალექს ჩიღვინაძე
ალექს ჩიღვინაძე

წარსულში მიბრუნების ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ „ქართულ ოცნების“ კანდიდატები აჭარაში ასლანას ძველი ჩინოვნიკები არიან. ამ ლოგიკით “ნაციონალურ მოძრაობაში” ლამის მთელი „მოქალაქეთა კავშირია“ გაერთიანებული და ერთი გენმოდიფიცირებული სიმინდი არ არის, ამხანაგებო?! მგონია, რომ ყველაზე გამართლებული იქნება, თუ დროის მანქანას შემდეგნაირად გამოვიყენებთ: ავდგებით და ამ პოლიტიკოსებს ერთად გავუშვებთ პრეისტორიულ ხანაში, სადაც მგონი დარჩებიან კიდეც. ეჭვი მაქვს, რომ საკუთარი ნებით, თუ მათ ქცევის მოდელებს გავითვალისწინებთ.

 

შემდეგი მესიჯი, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სტარებმა გააჟღერეს, იყო შემდეგი, რომ ვიღაცებს სურთ „ნგრევაი საკვუირველი“ და ისინი არ დაუშვებენ საკუთარი ოფლის ნაყოფს ასე მოექცნენ მავანნი და მავანნი. რაც მტრობას დაუნგრევია, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ ახალგაზრდა, ენერგიულ, პროგრესულ ადამიანებს უშენებიათ.

 

ამაზე გამახსნენდა, რომ საფრანგეთის პრეზდენტობის კანდიდატი იყო ასეთი ჟოზე ბოვე, დიდი ეკოლოგი, ანტიგლობალისტი და მაიმუნი კაცი, ობელიქსის დარი ულვაშით, რომელიც ცნობილია როგორც ფერმერი, რომელმაც ბულდოზერით დაანგრია McDonald’s და გაანადგურა გენმოდიფიცირებული სიმინდის ყანები, რის გამოც წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოებითა და პატიმრის ზოლიანი ფორმით დაასრულა.

 

და ბოლო ყველაზე ნაციონალურიიი მესიჯი: მეტი სარგებელი ხალხს! –  ზედმეტად აბსტრაქტულია პარტიის პროგრამისთვის, დაპირებისთვის და საერთოდ, მე პირადად არ მესმის რას ნიშნავს „სარგებელი“. როგორ აპირებენ ამის შესრულებას – 1000 ლარიანი ვაუჩერით? აი, ლეიბორისტებს საკუთარი ვერსია აქვთ – მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ! ადგებიან, გავარდებიან მოჩვენებებით სავსე ტყეში აბრაგებად და ფულიან გამვლელებს დაუცარილებენ ჯიბეებს. შემდეგ კი ქალაქის მოედნებზე ივლიან და ღარიბებს დაურიგებენ.

 

მაგრამ მაინც ამ მესიჯებიდან მე მაინც დროში მოგზაურობა მხიბლავს და ჩემი მოკრძალებული აზრით დროის მანქანა უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ერს. წარმოიდგინეთ, ჩიორა და რუსუდან დედოფალი ერთად მოაწყობენ აწყვეტილ წვეულებას. ექსპერტი ქეთა გაბიანი გახდება ინკვიზიტორი და იტყვის: „ფიჩხის ფული კარგად ჰქონდაო!“ ნათელაშვილი აისრულებს ოცნებას და შეუერთდება რობინ ჰუდს. თქვენი მონა მორჩილი კი სიამოვნებით დაასაჭურისებს საკუთარ ბაბუას, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაიბადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი