“ამ არჩევნების წინაც აქტუალურია შეკითხვა, რატომ ნაციონალური მოძრაობა რვა წლის თავზე. ამ შეკითხვაზე პასუხი, ჩემი აზრით, მდგომარეობს შემდეგ კითხვაში – არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, თბილისი უკეთესი ქალაქი, ვიდრე 8 წლის წინ და არის თუ არა, პრობლემების მიუხედავად, ჩვენი მოქალქეების ცხოვრება უკეთესი, ვიდრე 8 წლის წინ.
ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს. უფრო მეტს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უდნათ წარსულში დაბრუნება და არ უნდათ წარსულზე ოცნება. მოქალაქეებს კარგად ესმით გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და სამართლიანად მოითხოვენ კიდევ უფრო მეტ განვითარებას.
ჩვენი კრედო ან დოქტრინა არის, არ დავუშვათ წასრულში დაბრუნება, აშენებულის დანგრევა, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს და მეტი სარგებელი ხალხს,”- განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს, 13 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.