ვინ დაიწყო ომი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა არც უმნიშვნელოა და ამას გამოძიება უნდა ამტკიცებდეს, მაგრამ გამოძიება ამ მიმართულებით არ დაწყებულა. იყო კომისია, რომელსაც ერქვა რუსული აგრესიის შემსწავლელი კომისია, ანუ პირდაპირ სახელწოდებაში იყო გამოტანილი უკვე აგრესორის სახელი და უკვე ვერ იქნებოდა ობიექტური. მისი ამოცანა იყო – რუსული აგრესია ეჩვენებინა. რუსული აგრესია ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ იყო ომის დაწყების დამდგენი კომისია.
სამაგიეროდ, ეს დაადგინა საერთაშორისო ორგანიზაციამ – ევროკავშირის კომისია იყო, ტალიავინის ხელმძღვანელობით და მან გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მკაფიოდ რამდენჯერმე ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ცხინვალის ინტენსიურად დაბომბვას, გადაადგილებამ გახადა შეუქცევადი საომარი მოქმედებები. თუმცა მას მოჰყვა რუსეთის მხრიდან არაპროპორციული აგრესია და ოკუპაცია ტერიტორიებისა. ცალსახაა, რომ ტალიავინის კომისიის ანგარიშში ომის დაწყება ბრალდება ქართულ მხარეს და მისი არაადეკვატური პასუხი ბრალდება რუსულ მხარეს. ტალიავინის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეიტყუა რუსულმა მხარემ საქართველო პროვოკაციაში, დააწყებინა ომი და შემდეგ უკვე განახორციელა ის მოქმედებები, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი, უკვე წინასწარ მომზადებული.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი წელი გავიდა და არ არის ნათარგმნი არც ქართულად და არც რუსულად ტალიავინის კომისიის ანგარიში. ეს მეტყველებს, რომ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს არ აწყობთ, თავიანთმა მოსახლეობამ გაიგოს ის სიმართლე, რაც წერია ამ ანგარიშში.
ვიდრე კომისია არ შეიქმნება და არ დადგინდება, ვინ დაიწყო ომი, მაშინ შეიძლება თქვან, რომ საქართველომ დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებები უნდა მოიტანონ. ასევე, თუ ვინმე ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ასე ცალსახად ამას ამბობს რუსეთი. ტალიავინი არ ახსენებს სიტყვა ომს, არც რუსეთ-საქართველოს არ ახსენებს, შეიარაღებულ დაპირისპირებას ახსენებს. სააკაშვილს მოაქვს მტკიცებებულები, თითქოს 7 აგვისტოს რუსეთმა შემოიყვანა ჯარები. ეს ტყუილია. რუსეთმა ჯარი შემოიყვანა უფრო ადრე – 6 აგვისტოს, 5 აგვისტოს, 4 აგვისტოს, მთელი თვის განმავლობაში შეჰყავდა ნელ-ნელა. მე 31 ივლისს ვწერდი გაზეთებში, რომ ჯარი შემოყვანილი ჰყავდათ. ამდენად, თითქოს რუსეთმა 7 აგვისტოს შემოიყვანა ძალები და ამიტომ საქართველო იძულებული იყო ეპასუხა და შემდეგ უკვე შემოყვანილმა ძალებმა დაიწყეს ომი – ეს არ შეესაბამება სინამდვილეს იმიტომ, რომ ეს ძალები შემოდიოდა წინა დღეებშიც.
მეორეც, 9 აგვისტოს 5 სთ-ზე გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, სადაც პირდაპირ არის ნახსენები, რომ 7 აგვისტოს ოსი სეპარატისტების მხრიდან დაიწყო, ცეცხლი გაიხსნა და საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო, ეპასუხა და სააკაშვილი ბრძანებულებაში ლაპარაკობს, რომ 8 აგვისტოს ოს სეპარატისტებს მხარი დაუჭირა რუსეთმა ჰაერიდან და ტერიტორია გადმოლახა, ანუ ჯერ კიდევ 9 აგვისტოს 5 საათისთვის, როცა გამოქვეყნდა პრეიდენტის ბრძანებულება, ჯერ კიდევ არ არსებობს ვერსია, რომ რუსები შემოვიდნენ ჩვენთან, მერე ითხზვება ეს ვერსია. ეს არ არის სააკაშვილის ინტერვიუ, რომ, ვთქვათ, დავიწყებოდა რამე, ან გამორჩენოდა. ეს არის სახელმწიფო დოკუმენტი, დამუშავებული, რომელზეც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. დღეს ამ დოკუმენტს მალავენ, ყველას უმალავენ იმიტომ, რომ სააკაშვილმა მერე მოიგონა 7 აგვისტო და გამოდის, რომ მან დაიწყო ომი. ეს ყველაფერი კი კომისიამ უნდა დაადასტუროს.
სააკაშვილი ამბობდა 2007 წლის დეკემბერში, რომ მასთან რუსეთს წამოცდა, რომ მას ცხინვალი არ აინტერესებდა და თუ არ აინტერესებდა რუსეთს ცხინვალი, ეს ყველამ ვნახეთ აგვისტოში. არსებობს დოკუმენტები, სადაც მერაბიშვილი ამბობს, ვიკილიქსმა გამოაქვეყნა ეს დოკუმენტები, რომ ФСБ-ს გენერლიდან წამოსული ინფორმაციით, რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს და ომი არ აინტერესებს და არ არის დაინტერესებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაში.
კარგად ჩანს, რომ რუსეთი ისრუტავდა, როგორც მტვერსასრუტი, საქართველოს პროვოკაციაში და ჩვენი, საქართველოს “ხერხემლები” და უამრავი სხვა ადამიანი იოლად ეგებოდა ამ რუსულ ამ ავანტურასა და პროვოკაციას.