კომენტარი

ღამე პოლიციაში – „გოგონას საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით არარსებული რამის თქმა აიძულეს”

9 ივლისი, 2012 •
ღამე პოლიციაში – „გოგონას საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით არარსებული რამის თქმა აიძულეს”

გოგონას საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით არარსებული რამის თქმა აიძულეს, – რომ გაურკვეველ პირთან ბავშვობაში ჰქონდა სექსი. მართალია, ის არ უცემიათ, მაგრამ ქალი პოლიციელები აშინებდნენ, რომ მათთან თუ არ იტყოდა ვისთან იწვა, კაცები ათქმევინებდნენ. ახსენებდნენ ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას. ერთ-ერთ პოლიციელს უყვირია, „ტუტუცია, ნახე, როგორი თვალებით იყურება“.

ბავშვი იმდენად შეშინებულია, იმასაც კი ვერ იხსენებს, მართლა თქვა თუ არა, რომ 13 წლის ასაკში ჰქონდა სექსი. თუმცა ცალსახად დადგენილია, რომ ვერ ათქმევინეს სახელი გვარი, სად, როდის და როგორ მოხდა ეს.

 

გოგონას მონაყოლიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით კი, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რათა კონკრეტულ ფაქტზე დაიწყოს ძიება. ვფიქრობთ სარჩელის შეტანასაც მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელს შევიტანთ როგორც იმ პირის მიმართ, ვისაც ცოლად მიჰყვებოდა, ასევე ქობულეთელი პოლიციელების წინააღმდეგ.


ავტორი, ადვოკატი ირაკლი შავაძე იცავს დაზარალებული გოგონას ინტერესებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი