კომენტარი

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადება “გლობალ TV”-სთან დაკავშირებით

15 ივნისი, 2012 •
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის”  განცხადება “გლობალ TV”-სთან დაკავშირებით

15 ივნისს  კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისათვის”   “გლობალ TV”–სთვის  რეტრანსლირების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“კოალიცია მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 4 და 8 მაისის განჩინებები “გლობალ TV”–სთვის რეტრანსლირების არაპირდაპირი გზით აკრძალვის შესახებ ზღუდავს მედიის ხელმისაწვდომობას საქართველოს მოსახლეობისათვის.

წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ქვეყნაში პლურალისტური მედია სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს და მკაფიოდ არის გამოკვეთილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ოფიციალური პირების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგანაც “გლობალ TV” ტექნიკურად ვერ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ არ მოახდენს მისი სატელიტური ანტენების დემონტაჟს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შეიცავს მომხმარებელთა უფლებების უპრეცედენტო დარღვევის, კერძო საკუთრების ხელყოფისა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფრთხეს.

კოალიცია იწყებს ადვოკატირებას, რომ არსებული საფრთხე არ იქცეს რეალობად და საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი