პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნიკოლიჩი არის იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმდევარი, რომელიც ითვლება რუსეთზე ორიენტირებულად, ამიტომ აქვს მის პარტიას ხელშეკრულება “ედინაია როსიასთან”.
“ეს იყო გარკვეულწილად იმ პოლიტიკისთვის ხარკის გადახდა, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა. მისი ეს განცხადება ემსახურება და გამოძახიალია მისი რუსეთში ვიზიტის. მას ჰქონდა შეხვედრები პუტინთან და მედვედევთან”, – აღნიშნავს მაჭავარიანი.
აქვე მაჭავარიანი ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ თუ აღიარების პოლიტიკაზე წავიდა სერბეთი, ეს ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ ხელი ჩაიქნია კოსოვოზე:
“არა მგონია, რომ ეს ნიკოლიჩის გეგმებში ეწერებოდეს. თუ მან აღიარა აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ეს ნიშნავს, რომ მან კოსოვოს თემა დაამთავრა”, – აღნიშნა მაჭავარინმა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს ამ საკითხზე.
მაჭავარიანმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას.