კომენტარი

კუბლაშვილი: სექსუალური უმცირესობებისათვის შეზღუდვები არ დაწესდება

22 მაისი, 2012 •
კუბლაშვილი: სექსუალური უმცირესობებისათვის შეზღუდვები არ დაწესდება

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი თარგამაძის განცხადება დისკრიმინაციის მუხტითაა განმსჭვალული.

“მე ვფიქრობ, რომ ის გამოსვლა, რაც ბატონ თარგამაძესა და ლალიაშვილს ჰქონდათ, თავიდან ბოლომდე ჰომოფობური განცხადებებია.  ეს იყო დისკრიმინაციის მუხტით განმსჭვალული განცხადებები. აქედან გამომდინარე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენს ქვეყნაში არის თავისუფალი საზოგადოება, სადაც კანონი არის პირველი გარანტი იმის, რომ არ არის არანაირი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და არანაირი შეზღუდვები არ მოხდება. ჩვენს სახელმწიფოში არც რელიგიური და არც სექსუალური უმცირესობებისათვის არ დაწესდება მსგავსი შეზღუდვები. ამის გარანტია არის ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის. უმრავლესობა არ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს.

საზოგადოება კი გაცილებით ტოლერანტულია, ვიდრე ქდმ. სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტში ასეთი ტიპის ჰომოფობური განცხადებები კეთდება”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პაკეტი, რომელიც “უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ამ ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული”.

“ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც “ქრისტიანული და საზოგადოებრივი მორალის” დაკანონებას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი