კომენტარი

ალასანია: ”ბანდფორმირებებთან დაკავშირებით ჩემი განცხადება პრევენციული გამოდგა”

7 მაისი, 2012 •
ალასანია: ”ბანდფორმირებებთან დაკავშირებით ჩემი განცხადება პრევენციული გამოდგა”

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

რა შეიცვალა სამეგრელოში ირაკლი ალასანიას ჩასვლის შემდეგ და კვლავ აქვს თუ არა მას ინფორმაცია უკანონო შეიარაღებულ ფორმირებეზე, ასევე, როგორ აპირებს მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ საკითხებზე ”ნეტგაზეთი” კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ალასანიას ესაუბრა. 

ბატონო ირაკლი, იყავით თუ არა საქმის კურსში, როდესაც ხელისუფლება რეზერვის კონცეფციას ამუშავებდათქვენი ინფორმაციით, სამეგრელოში ისევ არსებობენ ეს ბანდფორმირებები, თუ გაქრნენ ძველი  მისამართებიდან და სხვაგან გადავიდნენ? 

მთავარი, რაც ამ მოვლენების დროს გამოჩნდა, არის ის, რომ ხელისუფლება კი არ ემზადება სამართლიანი არჩენებისთვის, არამედ ემზადება რაღაც განსაკუთრებული შემთხვევისთის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა შეიძლება იყოს ის, რომ სააკაშვილს თუ არჩევნების შედეგები არ მოეწონება, შესაძლოა, აქ გამოიყენოს ის არაფორმალური შეირაღებული დაჯგუფება, რომლის შექმნაც სააკაშვილმა ახალაიების კლანს სამეგრელოში დაავალა.

მე ეს პრევენციული განცხადება გავაკეთე ორი რამის გამო. პირველი – დავიცვა სამეგრელო და დავიცვა მთელი საქართველო, რომ სააკაშვილმა ეს ბანდფორმირებები  სამოქალაქო დაპირისპირებისთვის არ გამოიყენოს და მეორე – დავიცვა ის ადამიანები, ვინც ძალით, შანტაჟითა და ფინანსური შეპირებით გააწევრიანეს ამ არაფორმალურ ორგანიზაციებში.

ჩემმა განცხადებამ შედეგი უკვე გამოიღო. სწორედ ჩემი განცხადების შემდეგ დაიწყო სააკაშვილმა რეზერვზე ლაპარაკი და რეზერვის სამსახურის სამართლებრივ სივრცეში მოქცევა, რომელიც, თავისთავად, ცხადია, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ გადაფარვა იმ განზრახვის, რაც მას ადრე ჰქონდა, როდესაც ჩუმად დაიწყო ასეთი არაფორმალური დაჯგუფებების ჩამოყალიბება.

ჩემი მხრიდან გაკეთებული განცხადება კი პრევენციული გამოდგა. მე ეს დეტალური ინფორმაცია შეგნებულად გავუგზავნე უშიშროების საბჭოს, მაგრამ ეს გაასაჯაროვა გიგა ბოკერიამ და შემდეგ სწორედ ეს გახდა ჟენევის მოლაპარაკებების ქართულ მხარესთან აფხაზების პრეტენზიების საბაბი. ანუ მათ თვითონ გაასაჯაროვეს ის ინფორმაცია, რომელიც მე არ გავხადე საჯარო, რადგან  მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ ეს ყოფილიყო პრევენცია, რომლითაც დეტალური ინფრომაცია არ გახდებოდა საჯარო.    

ჩემთვის მთავარია, რომ ამ ბანდფორმირებების ჩამოყალიბების შიში გატყდა. მოქალაქეებს არაოფიციალურად აქვთ ნათქვამი, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ, გაწევრიანებულიყვნენ ამ ფორმირებებში, ამის შემდეგ კი ძალიან ბევრი რეზერვში გაიწვიეს და აქედან გამომდინარე, ჩემი განცხადების შემდეგ მე საფრთხეს მინიმუმამდე დაყვანილად ვთვლი.

მე გადმოვედი სამეგრელოში და წინასაარჩევნო პერიოდში ძირითადად დასავლეთ საქართველოში ვიქნები. თუ კიდევ დავინახე, რომ სააკაშვილი ისევ აპირებს ექსპერიმენტის ჩატარებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს, რა თქმა უნდა, მე ამაზე ღიად ვისაუბრებ. მე დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ სააკაშილს ქართველ ხალხზე ახალ ექსპერიმენტებს აღარ ჩავატარებინებ, საკაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავად აღიარა, რომ თურმე აფხაზეთი არასდროს არ ყოფილა საქართველოს ნაწილი და რაც დავკარგეთ, თურმე მისთვის უმნიშვნელოა. ამით მან კიდევ ერთხელ უთხრა რუსებს, რომ ოღონდ ჩემს ხელისუფლებას ნუ შეეხებით და რაც ოკუპირებული გაქვთ, შეირგეთო – ეს არის ამორალური ლიდერის განცხადება.

ბატონო ირაკლი, თუ იცნობთ რეზერვის კონცეფციას?  რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს რეზერვი ამ ფორმით და არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მას არჩენებში ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიყენებენ?  ხედავთ თუ არა ქვეეყნაში რეზერვის საჭიროების აუცილებლობას?   

ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა განმტკიცდეს, მაგრამ ამას სჭირდება რეალური, სწორად გათვლილი სახელმწიფო სამხედრო აღმშენებლობის სტრატეგია, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ყველა ასპექტს მოიცავს, მათ შორის რეზერვსაც. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო ექვემდებარება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, უუფლებოა გენერალური შტაბის ხემძღვანელი, ოფიცრები არიან შეურაცხყოფილები. აქედან გამომდინარე, მე კარგად ვხედავ, რომ მათ თავდაცვისუნარიანი სამხედრო შეიარაღებული ძალების შექმნა არ შეუძლიათ და ეს კარგად გამოჩნდა. სააკაშვილმა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე 2004-2008 წლებში 5.5 მილიარდი დახარჯა, თუმცა  არც რეზერვი და ჩვენი შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილი არ აღმოჩნდა მომზადებული იმ შემოტევაზე, რომელიც აგრესიული რუსეთისგან 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ. რეზერვი მიატოვეს უპატრონოდ, არ იყო გამოყენებული ის საკომუნიკაციო შესაძლებლობები, რომლებიც უკვე გვქონდა შეძენილი, მაგრამ არ იყენებდნენ ოფიცრები. ასევე დავინახეთ, საქართველოს მხედართმთავარი როგორ სამარცხვინოდ გამოიქცა ბრძოლის ველიდან გორში.

აქედან გამომდინარე, სრული უფლება მაქვს ვთქვა, რომ რეზერვის თემა სააკაშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებელი და ამ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას მას ქართული საზოგადოება აღარ მისცემს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სადაც დაინახავს საზოგადოება არაფორმალურ შეიარაღებულ ფორმირებებს, ისინი ჩვენ მოგვაწვდიან ინფორმაციას, ჩვენ – მედიას, საზოგადოება კი თავად გააკეთებს პრევენციას.

რა თქმა უნდა, რეზერვი უნდა იყოს ქვეყანაში. უნდა იყოს ძლიერი სამხედრო –საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, უნდა გვყავდეს ძლიერი ოფიცრები, უნდა აღვზარდოთ ისინი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეომრების პატრონებს, ისეთი მეომრების, როგორი თავდადებითაც ისინი იბრძვიან ავღანეთში, ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს მობილური, ძალიან მომზადებული არმია, რომელიც მზად იქნება, ყოველთვის დაიცვას ქვეყნის ინტერესები.

ბატონო ირაკლი, თქვენი ზუგდიდში წინასაარჩევნოდ გადმოსვლა დაუკავშირეთ იმ ფაქტს, რომ სამეგრელოში მოსახლეობაში შიშის ფაქტორი არსებობს. თუმცა ზუგდიდის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობასთან აღნიშნეთ, რომ შიში უკვე დამარცხებულია. რამდენად გადამწყვეტი ფაქტორია თქვენი სამეგრელოში ჩამოსვლა მოსახლეობაში შიშის დასაძლევად?  

შიში უკვე არის გუშინდელი დღე. ადამიანებს აღარაფრის აღარ ეშინიათ. მათ დასაკარგი არაფერი აღარ დარჩათ. ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში მათ გვერდით დავდგომოდი, არ ეგრძნოთ თავი მიტოვებულად, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათსავით ვცხოვრობთ, მათი ყოველდღიურობა ჩვენთვის გასაგებია. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, თუ რა ცვლილებას შეიტანს “ქართული ოცნება” მათ ცხოვრებაში. როგორ შევცვლით ჯანდაცვის სისტემას, როგორ იქნება ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ასევე დაზღვევის საბაზისო პაკეტი ექნება ყველა მოქალაქეს, როგორ შევცვლით განათლების სისტემას  და ხელმისაწვდომს გავხდით ხარისხიან განათლებას ჩვენი ბავშვებისთვის. დღეს ზოგიერთ ბავშვს სკოლაში მისასვლელად 7 კილომეტრის გავლა უწევს, ოპტიმიზაციის შედეგად სკოლები დაიხურა და ბავშვები ვეღარ იღებენ განათლებას. სააკაშვილი გაუთავებლად საუბრობს, რომ რეფორმები გაატარა. ამას სჯობს, ხელფასები გაუზარდოს და დაასაქმოს მასწავლებლები. ჩვენ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის ისეთ სტრატეგიას ვთავაზობთ, რომელიც გლეხს წელში გამართავს, საშუალო ფენა უნდა შევქმნათ.

სააკაშვილმა ჩვენი საზოგადოება საგანგებოდ ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ საშუალო ფენა არ შექმნილიყო იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებიც სიღარიბის ზღვართან არიან, უფრო პრიმიტიული პოლიტიკური მოთხოვნები აქვთ და ისინი ადვილად სამართავები არიან.

მას ეგონა, რომ არჩევნების წინ 30-ლარიანი ვაუჩერებით, ან პენსიის 10-ლარიანი ზრდით მიიპყრობდა საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ დღეს საზოგადოება უკვე გამოფხიზლდა.

ზუგდიდის  პროკურატურასთან აღმოჩენილი ბომბი სამეგრელოში  თქვენს გადმოსვლას დაუკავშირეთ და აღნიშნეთ, რომ პროკურატურასთან  სპეციალურად დადეს კუდის წარმომადგენლებმა. რა გაძლევთ ამის თქმის შესაძლებლობას?   

მე მინდა გავიხსენო 2008 წლის იანვარი, როდესაც არჩევნების წინ გალში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაიდგა სპექტაკლი, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მიმავალი გალელების ავტობუსს ესროლეს. ეს იყო დადგმული სწორედ კუდის მიერ, იგივე მეორდება ახლაც. დგამენ სპექტაკლებს და შოუებს, აქედან გამომდინარე, მე დასკვნა გავაკეთე, რომ გუშინდელი აქტიც ასეთი შოუა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შთაბეჭდილებაა. როდესაც ახალიების კლანი, ასევე სააკაშვილი, დაინახავს, რომ ამას არანაირი ეფექტი აღარ აქვს, რამდენიც არ უნდა დადონ და აღმოაჩინონ ბომბები, საზოგადოებისთვის ეს არ იქნება ფაქტორი, რომელიც მათ შეაშინებს, მერე ამდაგვარ მოქმედებებს ისინი შეეშვებიან.

 აფხაზეთიდე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ანდჟეი ტიშკევიჩი,არასასურველ პირადგამოაცხადა აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გალის ჩაშლილი მოლაპარაკებები თქვენს განცხადებას, უკანონი სამხედრო ფორმირებების შესახებ, დაუკავშირა. რეალურად, რა ადგილი აქვს თქვენს განცხადებას მოლაპარაკებების ჩაშლასთან?

მე სწორედ იმ დღეს მქონდა შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, რომლებმაც აღნიშნეს, რომ არანაირი კავშირი ჩემს განცხადებას არ აქვს იმასთან, რაც გაკეთდა მათი მისიის ხელმძღვანელთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

რაც შეეხება მდივანი ბოკერიას განცხადებას, ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რა უნიათო და უსუსურები არიან საქართველოს რიგი საჯარო მოხელეები, ვინც მონაწილეობს ამ პროცესებში. ისინი საკუთარ უსუსურობას, არაპროფესიონალიზმსა და უშედეგო მოლაპარაკებას გარე ძალებს აბრალებენ.

მე მინდა გავიხსენო 2005 წელი, როდესაც მე ვხელმძღვანელობდი მოლაპარაკებების პროცესს. მაშინაც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ბატონი ბოკერია და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, მაგრამ ჩვენ შევძელით მოლაპარაკებების დაწყება. ჩვენ შევძელით აფხაზების ჩამოყვანა თბილისში, ჩვენ ჩავდიოდით სოხუმში, დინამიკა გაჩნდა მოლაპარაკებებში, რამაც სწორედ ბოკერია და მათი ხელმძღვანელები დააფრთხო მაშინაც, როცა რაღაც შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გაჩნდა.

ასე რომ, მე არ მიკვირს მათი ეს განცხადებები. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოკერიას, ასევე რიგ საჯარო მოხელეებს, ერთგვარი პროფესიული განვითარების მწვერვალად დარჩათ მხოლოდ და მხოლოდ ხელმოცარული, არაფხიზელი სააკაშვილის პოლიტიკის დაცვა – დაცვა ყველა ძალებით და იმ ბინძური მეთოდებითაც, როგორიცაა საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალება.    

ბატონო ირაკლი, კოალიაციაქართული ოცნებისზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად სერგო ჩაჩიბაია დაინიშნა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. როგორ იმუშავებს ის, როდესაც ციხეში იმყოფება?

შტაბი თავისთავად გამართულია, ეს არის სიმბოლური, პოლიტიკური გადაწყვეტილება და სერგოს როდესაც გამოვიხსნით უსამართლო ტყვეობიდან, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრებს, ის დაუბრუნდება ოჯახს, თავის საქმიანობას. მას ექნება განსაზღვრული პროფილი, ის პროფესიონალია თავისი საქმის და შეუდგება თავის სამუშაოს. მისი სიმბოლური ხელმძღვანელობით კი ჩვენი შტაბი გააგრძელებს ბრძოლას ზუგდიდში.  


მასალების გადაბეჭდვის წესი