28 აპრილს, 14:00 საათზე, საქველმოქმედო ფონდი „იმედის ხელი“ ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებული ახალგაზრდა ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია–მარათონს გამართავს.
კონცერტს მასპინძლობს „თბილისი არტ ჰოლი“.
აქცია–კოცერტში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები: თემურ წიკლაური, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი, ნინი შერმადინი, გია დავითიანი, ეთერ კაკულია, ანი სირაძე, „ქართული ხმების კვარტეტი“, ანსაბლი „შვიდკაცა“ „თეატრალური კვარტეტი“ და სხვები.
კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება ოთხ ბენეფიციარს, რომელთა მდგოარეობა უკიდურესად მძიმეა.
თანხის გადარიცხვა მოხდება როგორც მარათონის მსვლელობისას, ასევე მისი დამთავრების შემდგომ.
საქველმოქმედო აქცია–მარათონში ქველმოქმედებით მონაწილეობა შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ორგანიზაციასა და ბიზნეს კომპანიას, სატელეფონო ზარის განხორციელებით სპეც–ნომერზე 0901-700-599, საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით და სატელეფონო ცხელ ხაზზე ოპერატორთან დაკავშირებით თანხის დაფიქსირება შეგიძლიათ ნომერზე: 227–40–75 და 595–55–24–24.