კომენტარი

თბილისის სომეხთა კავშირი ილია მეორეს მიმართავს

27 აპრილი, 2012 • 1121
თბილისის სომეხთა კავშირი ილია მეორეს მიმართავს

თბილისის სომეხთა კავშირმა 24 აპრილს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართა.

 „თქვენო უწმინდესობავ, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ღვთითკურთხეულ მიწაზე შეაჩეროთ გარედან ინსპირირებული კიდევ ერთი კონფლიქტი ისტორიულად კეთილმეზობლურად მცხოვრებ ხალხებს, ამ შემთხვევაში სომხურ და აზერბაიჯანულ სათვისტომოებს შორის.

საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც გათვლილი იყო სათვისტომოებს შორის კონფლიქტზე.  

ამ კეთილმეზობლური ურთიერთობების სიმბოლოდ ყოველთვის იყო და უნდა იყოს ჩვენი რელიგიური სიწმინდეები, რომელიც თბილისის მეიდანზეა განთავსებული.

იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი უწმინდესობა ერთმნიშვნელოვნლად ბრძანდება უმაღლესი სულიერი ავტორიტეტი არა მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლისთვის, ასევე ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის, მოგმართავთ, რომ შეაჩეროთ დაპროგრამებული პროვოკაცია  და მიმართოთ ღვთის სიტყვა მშვიდობისთვის და ჩვენი მრავალტანჯული, მაგრამ მშვენიერი ქვეყნის სიმშვიდისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი