კომენტარი

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის’’ შეშფოთებას გამოხატავს რევაზ საყევარიშვილის გადადგომის გამო

30 მარტი, 2012 •
კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის’’ შეშფოთებას გამოხატავს რევაზ საყევარიშვილის გადადგომის გამო

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის’’ შეშფოთებას გამოხატავს Forbes Georgia -ს მთავარი რედაქტორის გადადგომის გამო და განცხადებას ავრცელებს.

“27 მარტს ჟურნალ  Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც მან Forbes-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან გამომცემლობის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაასახელა. რევაზ საყევარიშვილის განცხადებით, ბატონი ეღიაზარიანი ხშირად ცდილობდა ჟურნალის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას, რათა თავიდან აეცილებინა ხელისუფლების უკმაყოფილება  გამოცემაში მოყვანილი კრიტიკული მოსაზრებების გამო.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის მიერ თანამდებობის დატოვება განმარტებულია Media Partners-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ამ ინციდენტს არა სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვით, არამედ ,,იურიდიული საკითხებითა და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკით’’ ხსნიან, თუმცა განცხადებაში ეს საკითხები დაკონკრეტებული არ არის.

საზოგადოების მხრიდან აღნიშნული საკითხის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გამო მოვუწოდებთ  Media Partners-ს, მეტი განმარტება გააკეთოს აღნიშნულ  ინციდენტთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, შესაბამისად, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა – დაუშვებელი.”- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი