კომენტარი

ეთიკის ქარტია ჟურნალისტების შეზღუდვას აპროტესტებს

14 მარტი, 2012 • 1002
ეთიკის ქარტია ჟურნალისტების შეზღუდვას აპროტესტებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიქის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან  ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა  მედიის უშუალო მოვალოებაა.

ამის თაობაზე ქარტიის დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

12 მარტს საქართველოს კონტროლის პალატამ დაიწყო რეგიონებში პოლიტიკური პარტიების აქტივისტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაბარება და გამოკითხვა. ქარტიის ცნობით,  მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების საშუალება არ ეძლევათ ჟურნალისტებს. კონტროლის პალატა არ პასუხობს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

“აღნიშნული პროცესი  ძალზე დახურულად მიმდინარეობს მაშინ, როცა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ხელისუფლებამ  საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისა და გამჭვირვალობის აუცილებლობით ახსნა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კონტროლის პალატას და ყველა უფლებამოსილ პირს, შეწყვიტონ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და მისცენ მათ შესაძლებლობა, საზოგადოებას სრულყოფილად მიაწოდონ ინფორმაცია რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ”,- აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი