კომენტარი

ია ანთაძე: “პოლიტიკური ფული მედიაში ყოველთვის საშიშია”

21 დეკემბერი, 2011 • 1085
ია ანთაძე: “პოლიტიკური ფული მედიაში ყოველთვის საშიშია”

ბიძინა ივანიშვილის მიერ „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციისთვის“ გრანტის გაცემის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ნეტგაზეთთან ია ანთაძემ, ჟურნალისტმა და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა:

„დღეს გაზეთების დისტრიბუციასთან დაკავშირებით ექსტრემალური სიტუაციაა შექმნილი. აქამდე თუ ეკონომიკური და მენეჯმენტის პრობლემები ჩნდებოდა დისტრიბუციასთან დაკავშირებით, დღეს უკვე ეს პოლიტიკური პრობლემა გახდა. ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რომელიც დისტრიბუციას ხელს ძალიან უშლის. ამიტომ საჭიროა რაღაც ღონისძიებები, რომელიც  აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც, ჩემი აზრით, ხელოვნურად გაჩნდა.

თანხა იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, შესაძლებელია მოძიებული იყოს საერთაშორისო ფონდებიდან. ეს არის ძალიან კარგი გზა. ვინაიდან გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ფონდები კონტენტზე გავლენას არ ახდენენ.

არსებობს მეორე გზაც, როდესაც პოლიტიკური ფულის ჩადების შესაძებლობა ჩნდება, რასაც თან ახლავს გარკვეული რისკი –  ხომ არ მოახდენს გავლენას შინაარსზე პოლიტიკური ფული? აქ ჩნდება კითხვა – ზუსტად იმავე შინაარსით მივა თუ არა მკითხველადმე გაზეთი, როგორც მიდიოდა მანამდე, სანამ მის დისტრიბუციაში პოლიტიკური ფული ჩაიდებოდა?

ვფიქრობ, აუცილებელია საგარანტიოდ და თავდაცვისთვის გარკვეული იურიდიული მექანიზმების ჩადება ხელშეკრულებებში, კონკურსის პირობებში და ა.შ იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს პოლიტიკური წნეხის შინაარსზე გავლენის თავიდან აცილება. ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში არიან ჩართული, აუცილებლად უნდა ფიქრობდნენ ამ იურიდიული გარანტიების შექმნაზე.

თუ ასეთი გარანტიები იქნება, მაშინ ბევრი ადამიანი თავისუფლად ჩაერთვება ამ პროექტში. ვინაიდან დღეს ყველას ეშინია, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდეს იარაღი ვიღაცის ხელში.  ამიტომ მიმაჩნია, რომ  შესაძლებელია ასეთი ტიპის დახმარება განხორციელდეს ივანიშვილის მხრიდან, თუ სამართლებრივი გარანტიები შეიქმნება.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფული მედიაში ყოველთვის საშიშია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

მიმაჩნია, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე სიმართლეა და არა – პროპაგანდა. ის ერთ პროპაგანდას, ანუ ტყუილს, მეორეს არ დაუპირისპირებს. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ დისტრიბუციის დაფინანსებით, ის გაზეთების შინაარსში არ ჩაერიოს, თუმცა სიტყვაზე ნდობაც არ შეიძლება.

ლაშა ტუღუში,  რომელიც არის ამ პროექტის ერთ–ერტი ინიციატორი, თავად იურისტია და ალბათ მოიფიქრებენ ასეთ საგარანტიო სამართლებრივ ბერკეტებს  გაზეთების შინაარსის პოლიტიკური წნეხისგან დასაცავად.

“ნაციონალურმა მოძრაობამაც”, როგორც პარტიამ, რომ გადაწყვიტოს, გაზეთების დისტრიბუციას გარკვეული დამხრება გაუწიოს, ამ შემთხვევაშიც გაჩნდება კითხვები. ამ შემთხვევაშიც ასეთივე  სამართლებრივი გარანტიების მოთხოვნა უნდა იყოს.

თუ სახელმწიფო შექმნის ისეთ ინსტიტუციას ან მექანიზმებს, რომელიც გააუმჯობესებს გაზეთების დისტრიბუციას, ამაზე არც ერთ ნორმალურ ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება არ ექნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ ხელს უშლის ამას,” – ამბობს ია ანთაძე.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის გრანტი თბილისის პრესას

ივანიშვილმა შესაძლოა “პრესის ასოციაციის” პროექტი დააფინანსოს

”პრესის ასოციაცია” ივანიშვილს ხვდება

„პრესის ასოციაციის“ და ქონების მართვის სააგენტოს უშედეგო მოლაპარაკება

სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

პოლიტიკური პარტიების სოლიდარობა ბეჭდურ მედიას

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

მასალების გადაბეჭდვის წესი