კომენტარი

უმცირესობები და სიძულვილის ენა მედიასა და საჯარო სივრცეში

28 ივლისი, 2011 • 1386
უმცირესობები და სიძულვილის ენა მედიასა და საჯარო სივრცეში

გასცდა თუ არა დისკუსია რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, საჭიროა თუ არა სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია, როგორ უნდა გაეშუქებინა მედიას ეს პროცესები და იყო თუ არა ადეკვატური სამოქალაქო სექტორი – ამ საკითხებზე საუბრობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ინტერვიუში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ 28 ივლისს გამართული დისკუსიის დროს ჩაწერა.

დისკუსია „უმცირესობები და სიძულვილის ენა მედიასა და საჯარო სივრცეში“ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და უმცირესობის საკითხების ევროპული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.  

შეხვედრას  თბილისში, სასტუმრო  „შერატონ მეტეხი პალასში“, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Giorgi Tugushi by netgazeti.ge-1

შეხვედრაზე , ოპიზიციური პოლიტიკური პარტიებისა და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსენოფობიური გამოთქმების გარდა,  გააკრიტიკეს ის მედიასაშუალებებიც,  რომლებიც ივლისში, რელიგიურ გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას იყენებდნენ სიძულვილის ენას და ახდენდნენ  რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული სტერეოტიპების ტირაჟირებას.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ  ამ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, თუმცა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი მოიწვიეს დიასკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი