კომენტარი

გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს

11 ივლისი, 2011 • 1099
გიორგი აბდალაძის მიმართვა მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს

საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ–ს ელჩის შემდეგ, გიორგი აბდალაძის მიმართვის ადრესატები მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ჟურნალისტები არიან:

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი დაკავებისას მედიასაშუალებებმა და ჟურნალისტებმა გამოხატეთ. მე ადვოკატებისა და რადიოს საშუალებით ვიგებ ამის შესახებ და ეს ბრძოლის ძალას მმატებს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მე არ დავნებდები ამ უკანონობას!

მივმართავ ყველა ფოტორეპორტიორს და ყველა გამოცემას საქართველოში და უცხოეთში, რომელსაც სჯერავს ჩვენი უდანაშუალობის. სახელმწიფო მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებს სახეზე დაადეთ შავი კუბი, წარწერით “აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან”.

მივმართავ “რეიტერის”, “ასოშეითედ პრესის”, “ფრანსპრესის” წარმომადგენლებს საქართველოში, სანამ ჩვენს შესახებ ყველაფერი არ გაირკვევა იგივე მეთოდით მიაწოდონ ინფორმაცია და ფოტოები უცხოურ ჟურნალ-გაზეთებს. ეს არის ჩვენი ბრძოლა სიმართლისათვის. მე თქვენი იმედი მაქვს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი