ახალი ამბები

შსს დაკარგულად არც ერთ ადამიანს არ განიხილავს

30 მაისი, 2011 • • 1413
შსს დაკარგულად არც ერთ ადამიანს არ განიხილავს

”მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მიეწოდებინა ინფორმაცია 26 მაისის არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკარგული მოქალაქეების შესახებ, დღემდე სამინისტროს სახელზე არც ერთი განცხადება არ შემოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავს”,-განცხადებას შს სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი აქვეყნებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს დაკარგული ადამიანების სიას. ამ წუთებში ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას. სიების დაზუსტების შემდეგ, საია მიმართავს საქართველოს შსს სამინისტროს მოთხოვნით, დაიწყოს დაკარგული ადამიანების ძებნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი