ახალი ამბები

ეკა მიშველაძე: ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასხმაში ბრალდებულს არ იცნობდა

8 მარტი, 2016 • 1150
ეკა მიშველაძე: ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასხმაში ბრალდებულს არ იცნობდა

“ალექსი პეტრიაშვილი და ლევანი ერთმანეთს არ იცნობდნენ. ეს არის ტყუილი” – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ცოლმა, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.

გუშინ “რუთავი 2”-თან სატელეფონი საუბარში დაკავებული ბრალდებულის, ლევან მ-ს ადვოკატი, მარინა ფილაური ამბობს, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმა “ყოფით ნიადაგზე მომხდარ” კონფლიქტს უკავშირდება. ადვოკატი უარყოფს თავდასხმის პოლიტიკურ კონტექსტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებაას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

როგორც “თავისუფალი დემოკრატები”,  ასევე ეკა მიშველაძე მოითხოვენ, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა:

“როდესაც ადამიანს ესვრი ამდენ ტყვიას და თავში, საფეთქელში ურტყამ ჩაქუჩს, მას იმეტებ სიკვდილისთვის. შესაბამისად, მე  ჯერ კიდევ ველოდები, რომ საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება,”- აცხადებს ეკა მიშველაძე.

მისივე თქით, ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა უკეთესია და მას დღეს საავადმყოფოდან გასწერენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი