ახალი ამბებისაზოგადოება

“გესმით ჩემი ხმა?” – მანდატები ყვავილების ნაცვლად

8 მარტი, 2016 • 3119
“გესმით ჩემი ხმა?” – მანდატები ყვავილების ნაცვლად

“გესმით ჩემი ხმა?” – ეს შეკითხვა დღეს პარლამენტის შენობის წინ რამდენჯერმე გაისმა. ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობა 8 მარტსსიმბოლურად შეიკრიბა და საზოგადოებას პარლამენტში გენდერული კვოტირების მხარდაჭერისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ორგანიზაცია 2015 წლის 8 მარტს სავალდებულო კვოტების – საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირებას ითხოვდა, ამჯერად კი ისინი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს.

“გვინდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში. საქართველოს მოსახლეობის 52% ქალები ვართ და ჩვენი ხმა დღემდე არ ისმის იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება,” – აცხადებს აქციის მონაწილე და ორგანიზატორი უფლებადამცველი ბაია პატარაია.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რელიგიური და სექსუალური უცირესობების წარმომადგენლებმა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა.

ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის თქმით, დღეს ქალებს სხვადასხვა ხერხით და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აჩუმებენ, შედეგად კი, პოლიტიკაში ქალის ხმა არ ისმის:

“დღეს ბევრი მორწმუნე ქალის ხმა არ ისმის. ისინი საზოგადოების მხრიდან აწყდებიან ორმაგ წინააღმდეგობას. ერთი მხრივ, ეს არის მაყუჩი საზოგადოების, რომელიც ნებისმიერი ქალის ხმას შეიძლება ჰქონდეს და, მეორე მხრივ, ეს არის მაყუჩი ღმერთის სახელით. მე წარმოვადგენ იმ ქალებს, რომლებიც არიან რელიგიური უმცირესობის წევრები ამ ქვეყანაში. რომელთაც ღმერთის სახელით  არ აქვთ უფლება, აირჩიონ ბევრი რამ.  ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში, რომ გავიგოთ დახშული ქალების ხმა,” – ამბობს რუსუდან გოცირიძე.

აქცია შეუერთდნენ სარვამარტო მსვლელობის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ისინი ქალთა შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვდნენ.

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

რუსუდან გოცირიძე. პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

“ჩვენ გვცემენ, გვრიყავენ და საკუთარი ოჯახიდან გვყრიან პოლიტიკოსების მიერ წაქეზებული ადამიანები და, რაც ყველაზე მთვარია, ამისათვის არავინ ისჯება. პოლიტიკოსებს მაშინ ვახსენდებით, როდესაც სჭირდებათ განტევების ვაცი და სურთ გადაფარონ რეალური სოციალური პრობლემები. დღეს პარლამენტის წევრებიდან ჩვენს უფლებებს ღიად და უკომპრომისოდ მხოლოდ 3 იცავს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტკაში, რომ სიჩუმე დავარღვიოთ,” – ამბობს“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წევრი ნათია გვიანიშვილი.

მოგვიანებით, აქციაზე ერეკლე დეისაძემ და ქეთათო ჩარკვიანმა სიმღერები შეასრულეს.

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

ერეკლე დეისაძე. პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

ერეკლე დეისაძე. პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe - აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

პოლიტიკაShe – აქცია პარლამენტის შენობასთან გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად. 08.03.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

გენდერული კვოტირების საკითხზე პარლამენტში ორი ინიციატივა არსებობს: ქალთა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტის მიხედვით, კანონმა პარტიებს პროპორციული საარჩევნო სიების იმგვარად ფორმირება უნდა დაავალდებულოს, რომ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი იყოს, რაც, ჯამში, 150-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მინიმუმ 25- პროცენტიან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს – 38 დეპუტატი ქალი.

მეორე ინიციატივის მიხედვით, რომლის ავტორებიც “ქართული ოცნების” წევრები- ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ჭკუასელი არიან, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. რიცხვებში ეს ქალთა მინიმუმ 15-პროცენტიან [25 ქალი] წარმომადგენლობას ნიშნავს.

ორივე ინიციატივა მხოლოდ საარჩევნო სიებს ეხება და პროპორციული სიით პარლამენტში გასულ დეპუტატებს, შესაძლოა, დაემატოს მაჟორიტარული წესით მოხვედრილი ქალებიც.

დღეისათვის საქართველოს 150-მანდატიან პარლამენტში მხოლოდ 18 დეპუტატია ქალი, რაც ინტერსაპარლამენტო კავშირის მონაცემებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია.

რა არის 8 მარტი? 

“8 მარტი ეს არის დღე, რომელიც დაბრუნდა იმ სახით, როგორც უნდა აღინიშნებოდეს. ეს არის ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის დღე. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრებისათვის მნიშვნელოვანი დღე. ამ დღეს და ზოგადად ყოველთვის, ყველაზე დიდი საჩუქარი ეს არის შენი უფლებები და გარანტია იმისა, რომ მას ყოველთვის დაიცავენ.” – ნათია გვიანიშვილი, უფლებადამცველი.

“როდესაც პატარა ვიყავი, შინაარსობრივად 8 მარტი ყოველთვის იყო სულ სხვა რამ. ეს იყო დღე საბჭოთა კავშირში, როდესაც ბიჭები გოგოებს ყვავილებს ჩუქნიდნენ. დღეს ამ დღეს სხვა დატვირთვა აქვს, მისი კონტექსტი ებრძვის ქალთა ჩაგვრას, მათზე ძალადობას. რაც შეეხება საჩუქრებს, საჩუქარი ყოველდღე შეიძლება მიიღო და არ ვთლი, რომ ეს დღე ამ მხრივ სიმბოლიზებას საჭიროებს. ჩემთვის ეს უფრო ბრძოლის და პრობლემების წინ წამოწევის დღეა და არა საჩუქრების,” – მაია ცირამუა, ფსიქოლოგი.

“8 მარტი ეს არის თანასწორობის დღე. ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ, რომ კონსტიტუციურად ვართ თანასწორები. უნდა დავანახოთ კაცებს, რომ რეალურად ჩვენ ვართ შევიწროებუბი. ეს არ არის ყვავილებისა და საჩუქრების დღე. 8 მარტს არ უნდა გახსენდებოდეს საჩუქარი წინა დღეს ნაცემი ქალისათვის. ეს არის უბრალოდ სიყალბე,” – თეო ქავთარაშვილი, “ქალთა მოძრაობის” აქტივისტი.

“ვინმესთვის შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ 8 მარტი არის მართლაც თანასწორობისა და სოლიდარობის დღე, რომელსაც აქვს დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია. შეიძლება ის არ არის ისეთი ვრცელი, როგორც კაცობრიობის ისტორია, თუმცა მისთვის თვალის გადავლება კარგად გვიჩვენებს, როგორ განვითარდა თანამედროვე საზოგადოება. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იდეაც დამახინჯდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ წამოიწია ნაციონალისტურმა იდეებმა და ამ დღემაც ნეგატიური კონტექსტი შეიძინა.

საჩუქრები კი არის საუკეთესო საშუალება ყურადღების გადასატანად, ისევ და ისევ იმ ტრადიციულ ჩარჩოში მოსაქცევად, რომ ქალი არის ლაღი, ნაზი, ლამაზი და სუსტი. რაც მთავარია, მას ყვავილივით მოფრთხილება სჭირდება,” – თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე.

“8 მარტი არის ჩემთვის შესაძლებლობა, რომ ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ქალთა მოძრაობებს და მოვუწოდო კაცებს, რომ საკუთარი საცვლები თავადვე დაირეცხონ. 8 მარტს ქალებისათვის გაკეთებული საჩუქრები კი ყოველთვის იქნება კაცებისათვის მათივე პრივილეგიების შეგრძნების საუკეთესო საშუალება,” – ბექა გადაბაძე “LGBT Georgia”.

“ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, რა მნიშვნელობა აქვს სქესს. 8 მარტი არის საშუალება, რომ გამოფხიზლებისაკენ მოვუწოდოთ საზოგადოებას. რატომ უნდა იჩაგრებოდეს ქალი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალად დაიბადა? რატომ არ უნდა ჰქონდეს საშუალება, პოლიტიკურ ასპარეზზე თანაბარ პირობებში გამოდიოდეს? ქალებში შორის არიან კიდევ უფრო მოწყვლადი ჯგუფები – სექსუალური და რელიგიური უმცორესობების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იჩაგრებიან. საჩუქრებზე მეტად ქალებს სჭირდებათ დისკრიმინაციისაგან დაცვა – ეს უნდა გვახსოვდეს 8 მარტსაც და წელიწადის ყველა დღეს,” – ლევან ბერიანიძე, აქციის მონაწილე.

ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1975 წელს დააწესა, თუმცა ქალებმა თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში დაიწყეს. 1908 წელს ნიუ–იორკში 15 ათასმა ქალმა მოაწყო მსვლელობა. ისინი ითხოვდნენ ნაკლებ სამუშაო საათებს, უკეთეს ანაზღაურებას და საარჩევნო ხმის უფლებას. სწორედ ამ მსვლელობის აღსანიშნავად 1909 წელს აშშ–ში 28 თებერვალი დაწესდა ქალთა ეროვნულ დღედ.

1910 წელს კოპენჰაგენში გაიმართა ქალთა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 100 ქალი 17 ქვეყნიდან. კონფენრეციაზე გერმანიის ნაციონალ–დემოკრატიული პარტიის წევრის, ქალთა მოძრაობის ლიდერის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაწესდა ქალთა საერთაშორისო დღე – 19 მარტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი