ახალი ამბები

Media.ge-ს რედაქტორი სცემეს

26 მაისი, 2011 • 1423
Media.ge-ს რედაქტორი სცემეს

მედია.გე-ს რედაქტორმა დავით მჭედლიძემ ნეტგაზეთს  განუცხადა, რომ  აქციის დარბევის დროს ხელკეტებითა და წიხლებით სცემეს. მისი თქმით, ეს იმ დროს მოხდა, როცა  ქაშუეთის ეკლესიასთან,  ჯორჯაძის ქუჩაზე,  სხვა ჟურნალისტის დაკავების ფაქტის ფოტოზე დაფიქსირებას ცდილობდა. ჟურნალისტს ყვითელი ფერის საწვიმარი ეცვა და და ზურგზე TV ეწერა.

„რატომ იღებ, შენი დედა…მომაძახა პოლიციელმა“,-ამბობს  Media.Ge-ს ჟურნალისტი.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა   მოწმობა აჩვენა და უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, იქვე მდგომმა  მეორე პოლიციელმა მას თავსა და ზურგში  ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა.  ამის შემდეგ  უკან გაბრუნებულ ჟურნალისტს   იგივე პოლიციელმა წიხლი უთავაზა.

დავით მჭედლიძე ამბობს, რომ  დაინახა, თუ როგორ წაიყვანეს პოლიციელებმა რუსთაველის ქუჩის მიმართულებით ყვითელ საწვიმრიანი  ოპერატორი, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად,  ჯორჯაძის ქუჩაზე იმას იღებდა, როგორ აკავებდნენ და შემდეგ სცემდნენ სამართალდამცველები რუსთაველის ქუჩიდან წამოსულ მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს.

Media.Ge  -ს რედაქტორის თქმით, აღნიშნულ ფაქტამდე კინოთეტრ რუსთაველთან მან დაინახა, როგორ აიძულებდნენ  სპეცრაზმის თანამშრომლები  ფოტოჟურნალისტებს  ფოტოკოკამერებიდან ჩიპების ამოღებას და მათთვის გადაცემას, სპეცრაზმის თანამშრომლები ასევე აიძულებდნენ ოპერატორებს, კამერებიდან გადაღებული კასეტის ან ჩიპის ამოღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი