თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი: მე ნეტგაზეთის სხვა ჟურნალისტებთან ერთად ვიდექი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კუთხეში და ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველისკენ მომავალ სპეცრაზმს ვიღებდი. ამ დროს ქაშუეთის მხრიდანაც წამოვიდა სპეცრაზმი და იძულებული გავხდი თავისუფლების მოედნისკენ წავსულიყავი, თან ვიდეოკამერით ვიღებდი, ფოტოაპარატი კი კისერზე მქონდა ჩამოკიდებული. სახეზე ქურთუკს ვიფარებდი, რომ რეზინის ტყვიები არ მომხვედროდა. ქაშუეთიდან და მეტრო თავისუფლებიდან მომავალ სპეცრაზმელებს შორის ადგილი სულ უფრო მცირდებოდა, იყო საშინელი კვამლი, გასაქცევი კი არსად არ იყო. მოახლოებულ სპეცრაზმელებს ვუყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი და გავეშვი, მაგრამ რამდენიმე მათგანი გინებით მომვარდა და ჯერ ფეხებში, მერე კი ზურგზე რეზინის ხელკეტების დარტყმა დამიწყო. ამ დროს ძირს დავვარდი და რამდნეჯერმე თავშიც მომხვდა რეზინის ხელჯოხი. ამ დროს ერთმა სპეცრაზმელმა ხელიდან ვიდეოკამერა გამომგლიჯა, მეორე კი ფოტოაპარატის წართმევას სცდილობდა. პარალალელურად ვყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი და თავი დაენებებინათ. მოგვიანებით გამოჩნდა პოლიციელი და სპეცრაზმელებს ჩემი ცემა შეაწყვეტინა, წამომაყენა და ტერიტორიიდან გაყვანაში დამეხმარა. სპეცრაზმელებს შორის რომ გამოვდიოდი, რამდენიმე მათგანმა რეზინის ხელკეტი თავში ჩამარტყა, ისინი წიხლებსაც მირტყამდნენ. თავი ჯერ სასტუმრო “მერიოტს” შევაფარე, მოგვიანებით კი –მაღაზია „პოპულს“.
თაზო კუპრეიშვილი: როგორ მცემეს
ასევე:
-
RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
-
„საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ – ოპოზიციის ალიანსმა აქცია გამართა
-
2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF
-
25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას
-
05.11.2026
მერია ცხოველთა დამცველებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრება
-
05.11.2026
პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობს
-
05.11.2026
კობახიძე: ბენზინზე აქციზი არ შემცირდება
-
05.11.2026
თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს
-
05.11.2026
მარია რესა თავის ახალ წიგნში მზია ამაღლობელის შესახებ წერს
-
05.11.2026
XC60 – 110 000 ლარად, XC90 – 145 000 ლარად – „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
