ნეტგაზეთი | გაზეთი ზამანი: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში პრეს-ოფისები დაარბია გაზეთი ზამანი: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში პრეს-ოფისები დაარბია – Netgazeti
RU | GE  

გაზეთი ზამანი: თურქეთის პოლიციამ სტამბოლში პრეს-ოფისები დაარბია

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის, ზამანის ოფისები დაარბია. გაზეთის ცნობით, დარბევიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთის მთავრობამ ზემანის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა.

“ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფალი პრესისთვის” – ზამანის ასობით მხარდამჭერი ტრანსპარატებით ხელში მთელი ღამის განმავლობაში გაზეთის ოფისებთან მთავრობის მიერ მედიასაშუალების ხელში ჩაგდებას აპროტესტებდა.

პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. ზამანის ოფისთან შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ თურქეთის მთავრობა თავისუფალი მედიის გაჩუმებას ცდილობს.

“მჯერა, რომ თავისუფალი მედია კვლავ იარსებებს, მიუხედავად იმისა, კედლებზე დაწერაც რომ მოგვიწიოს,” – ამბობს ზამანის მთავარი რედაქტორი აბდულჰამით ბილიჯი. “მე არ ვფიქროობ, რომ შესაძლებელია გააჩუმო მედია ციფრულ ერაში.”

ზამანის ჟურნალისტი ემრე სონკანი Twitter-ზე წერს: “თურქეთის მთავრობამ ჩამოგვართვა ქვეყნის ერთადერთი უკანასკნელი კრიტიკული ხმა. ეს არის დემოკრატიის დასასრული.”

“პოლიციის სპეცრაზმი ზამანშია. მათ მე გარეთ გამომაგდეს,” – წერს ემრეს კოლეგა, აბდულა აუსანი.

სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ ზამანს, რომელსაც 650 000 ტირაჟი აქვს, უნდა მართონ ადმინისტრატორებმა. როგორც გაზეთის ჟურნალისტები ამბობენ, ამ დადგენილებას არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია.

ზამანის მთავარი რედაქტორი, აბდულჰამით ბილიჯი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დაცვის ქვეშ მყოფი მედიასაშუალების მმართველობის უკანონოდ ხელში ჩაგდება კონსტიტუციის უარყოფის ტოლფასია. მისი თქმით, მედიის თავისუფლება კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით (ECHR) არის გარანტირებული.

“ქვეყანაში მთავრობამ, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული მედიის გაჩუმების მოტივით, 4 თვის წინ მსგავსი ქმედებებით “კოზა-იფექ” მედიაჯგუფის მმართველობაც ჩაიბარა, გასულ დღეებში კი ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი ყველა მედიასაშუალება დაიხურა. გონიერ და დემოკრატიული ფასეულობების დამცავ ყველა ადამიანს მედიის თავისუფლების და გაზეთ ზამანის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ,” – განაცხადა ბილიჯმა.

გაზეთის ოფისების დარბევამდე ზამანმა განახცადა, რომ თურქეთს პრესის თავისუფლების თვალსაზრისით ძალიან ბნელი და მძიმე დღეები ელის. ზამანის ვებ-გვერდი შაბათს ჯერ კიდევ მუშაობდა, მაგრამ არ აშუქებდა სიახლეებს დარბევის შესახებ.

ამერიკის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დარბევა აღწერა, როგორც “თურქეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების უკანასკნელი სერია.”

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ზამანის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უკავშირებენ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორი თურქი ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალი ედებოდათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში.

ჟურნალ Cumhuriyet-ის ჟურნალისტები, ქან დუნდარი და ერდემ გული ნოემბერში დააკავეს მოხსენების გამო, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთის მთავრობამ სცადა იარაღის გადაზიდვა სირიაში ისლამისტების არმიისთვის. სასამართლო პროცესზე, რომელიც 25 მარტს არის ჩანიშნული, მათ შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ბიბისის ცნობით, ზამანი მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიზმეტის მოძრაობასთან, აშშ-ში მცოვრებ გავლენიან სასულიერო პირთან, ფეტჰულა გიულენთან, რომელიც ერთ დროს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშრე იყო, მაგრამ შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, თურქეთში ჰიზმეტის ბევრი მხარდამჭერი დააპატიმრეს. ჟურნალისტებთან ამგვარი მოპყრობის გამო ანკარის მთავრობა  მზარდი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა. ოფიციალური თურქეთი ამბობს, რომ ჰიზმეტი არის ტერორისტული დაჯგუფება, რომლის მთავარი მიზანია ერდოღანის მთავრობის დამხობა.

გასულ წელს ორი გაზეთი და ორი სატელევიზიო არხი მოექცა სახელმწიფო ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ ჰიზმეტის მოძრაობასთან მათი სავარაუდო კავშირის გამო. მთავრობამ, პრეზიდენტ ერდოღანისა და მთავრობის 4 მინისტრის შვილების თანამონაწილეობით, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ანტიკორუფციული ღონისძიების სახელით ცნობილი 2013 წლის 17-25 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ დახურა “კოზა-იფექ″” მედიაჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, “სამანიოლუ ჯგუფში” შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-სა და BengiTÜRK-ის ტელევიზები.

მედიის თავისუფლება თურქეთში

  • “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსით, 2015 წელს თურქეთი 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილს იკავებს.
  • თურქეთის მედიაორგანიზაციები ამბობენ, რომ ამჟამად 30 ჟურნალისტზე მეტია გისოსებს მიღმა. მათი უმეტესობა არის ქურთული წარმოშობის.
  • თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მასშტაბით თურქეთში ჟურნალისტიკა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალია.
თურქეთის მთავრობა მთავარი ოპოზიციური გაზეთის გაკონტროლებას ცდილობს. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.