ნეტგაზეთი | “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანების იდეით გამოდის “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანების იდეით გამოდის – Netgazeti
RU | GE  

“პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანების იდეით გამოდის

ირმა ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. როგორც ინაშვილმა  „მეორე არხზე“, ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ განაცხადა, ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სტუდიაში მყოფმა “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა.

“პარლამენტში შესვლის შემთხვევაში რამდენიმე თვეში ამ შემადგენლობამ თავიდან ბოლომდე უნდა შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შექმნას  სამართლიანი და თავისუფალი გარემო არჩევნებისთვის და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებზე კი ხალხი  მის თავისუფალ ნებას გამოხატავს. 2016 წლის არჩევნები რომ თავისუფალი არ იქნება, ჩვენ ეს უკვე წინასწარ ვიცით”, – განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილის განმარტებით, ლაპარაკი არ არის იდეურად დაკავშირებული პარტიების ერთობაზე, რადგან მათ ყველას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, თმცა მიზანი ერთია: შეიცვალოს “მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობა”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com