FIFA-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრები ორი პოზიციით დაქვეითდა

ფებურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) მარტის თვის რეიტინგის თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი პოციზიით უკან დაიხია. საქართველო ამ ეტაპზე 283 ქულით,122-ე ადგილს იკავებს სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციასა და სირიას შორის.

ყველაზე წარმატებული ბოლო პერიოდი ვენესუელასა და სომხეთისათვის აღმოჩნდა. სამხერეთ ამერიკელებმა 57 ქულა მოიპოვეს და 75-ზე პოზიციაზე გადაინაცვლეს. რაც შეეხება სომხეთს, მათ ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს მდგომარეობა – 116 ქულით რეიტინგში 7 პოზიციით დაწინაურდნენ.

გასული თვე წარუმატებელი აღმოჩნდა აფრიკული საო ტომეს ეროვნული ნაკრებისათვის, რომელიც რეიტინგში 15 პოზიციით დაქვეითდა.

უცვლელია რეიტინგის პირველი ორმოცდაათეული. ბელგია კვლავ დომინანტია 1506 ქულით. მას მოსდევს არგენტინა, ესპანეთი, გერმანია, ჩილე, ბრაზილია და ასე შემდეგ.

შემდეგი თვის რეიტინგი 7 აპრილს გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი