ახალი ამბებიეკონომიკა

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბ.მ. ბუნებრივ აირს მიიღებს

4 მარტი, 2016 • 1580
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბ.მ. ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, გარდა ამისა, შემცირდება ე.წ. სოციალური გაზის შესასყიდი ფასი.

ამის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ და აზერბაიჯანული “სოკარის”  პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი 4 მარტს თბილისში მოაწერეს. კერძოდ, ცვლილება შევიდა  საქართველოს მთავრობასა და კომპანია “სოკარს” შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში.

ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან 500 მილიონ კუბრ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს,  ამასთანავე შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც საქართველოს მთავრობის განცხადებით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გაუფასურების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.

საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს სამხრეთკავკასიური ე.წ. შაჰდენიზის მილსადენიდან მიიღებს. როგორც მთავრობა 4 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში იუწყება,  წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღების პრობლემა.

მთავრობის ინფორმაციით,  “სოკარი”  ასევე მზადაა  1000 კუბურ მეტრზე 35/40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისათვის კომერციული გაზის ფასი.

 საქართველოს ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ და აზერბაიჯანული “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს დამატებით 500 მილიონიუ კუბური მეტრის გაზის მოწოდებაზე საქართველოსთვის. 04/03/2016; თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი

საქართველოს ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ და აზერბაიჯანული “სოკარის” პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს დამატებით 500 მილიონიუ კუბური მეტრის გაზის მოწოდებაზე საქართველოსთვის. 04/03/2016; თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი