ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი “რესპუბლიკელებს” დღეს, 21:00 საათზე შეხვდება

3 მარტი, 2016 • 1263
პრემიერ–მინისტრი “რესპუბლიკელებს” დღეს, 21:00 საათზე შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით, თინათინ ხიდაშელსა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს 21:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.

პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, შეხვედრა  “დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით” გაიმართება.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი