ახალი ამბები

მეჭიაური კოალიცია “ქართული ოცნების” არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს

2 მარტი, 2016 • 1279
მეჭიაური კოალიცია “ქართული ოცნების” არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კოალიცია “ქართული ოცნების” არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი რომ იყოს, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას:

“ვერ გეტყვით, კოალიციის რა აუცილებლობაა, თუ მაინცდამაინც უნდა იყოს, ყველამ ცოტა გონიერებას მოუხმოს და ერთმანეთს ზრდილობიანად ელუაპარაკოს. ერთ ოჯახად თუ მიიჩნევენ თავს, მაშინ სხვა სტანდარტები უნდა არსებობდეს, ხოლო თუ იმისთვის არიან, რომ როგორმე მომდევნო პარლამენტში მოხვდნენ და ერთმანეთის სიძულვილს ვერ მალავენ, ეს ნორმალური არ არის.”

“მრეწველთა” პარტიის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, თუ გოგი თოფაძე კოალიცია “ქართულ ოცნებას” დატოვებს, მაშინ “მრეწველებიც” გავლენ კოალიციიდან. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“გოგი თოფაძე არაფერს არ ადატოვებს. თუ პარტია დატოვებს, გოგი თოფაძეც მასთან ერთად დატოვებს, თუ თოფაძე დატოვებს, პარტიაც მასთან ერთად დატოვებს. ყველამ კარგად იცის, დაპირისპირება რამაც გამოიწვია, იმ უტაქტო განცხადებამ, რაც თავდაცვის მინისტრმა გააკეთა გოგი თოფაძის მიმართ,”- აღნიშნა ტყემალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი