ახალი ამბებირეკლამა

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო

2 მარტი, 2016 • 1386
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო

ფონდი „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის „მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლაში“ ბიბლიოთეკა მოეწყო. „სიცოცხლის ხემ“ ბიბლიოთეკა აღჭურვა ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.  ბიბლიოთეკას, ასევე, საჩუქრად გადასცა 200-მდე სპეციალური საგანმანათლებლო, მხატვრული და სასწავლო წიგნები. შეიქმნა აუდიობიბლიოთეკაც, რომელიც საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკით და  თვალსაჩინო მასალებით აღიჭურვა.

თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის  ფუნქციონირებს როგორც სკოლა, ასევე დღის ცენტრი და ბაღი, რომლებითაც, ჯამში, 110 ბენეფიციარი სარგებლობს. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სამუშაო დღეებში და ხელმისაწვდომი იქნება სკოლის, დღის ცენტრისა და საბავშო ბაღის ბენეფიციარებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506,051 ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა გამოუყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ფონდმა, ჯამში, 1 047 992 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი საჩუქრად ეტლი გადასცა.  

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო; ფოტო: საქართველოს ბანკი

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო; ფოტო: საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი