ახალი ამბები

საავადმყოფო სამართალდამცავებს პეტრიაშვილის დაკითხვის ნებას რთავს

2 მარტი, 2016 •
საავადმყოფო სამართალდამცავებს პეტრიაშვილის დაკითხვის ნებას რთავს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ავთანდილ იმედაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და მისი დაკითხვა შესაძლებელია.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, კარგად არის. ის გადაყვანილია ჩვეულებრივ პალატაში. ამჟამად მისი დაკითხვა შესაძლებელია. მზად ვართ, რომ მათ დავრთოთ ნება დაკითხვაზე, პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა,”– განაცხადა ავთანდილ იმედაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

26 თებერვალს ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძების დეტალებს არ ასაჯაროებს.

თავისუფალი დემოკრატები ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ამ დროისთვის შსს გამოძიებას  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით უნდა წარიმართოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი