ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით საავიაციო უშიშროების თანამშრომელი დააკავეს

2 მარტი, 2016 • 1274
ქრთამის აღების ბრალდებით საავიაციო უშიშროების თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და შსს-ს გენერალური ინსპექციის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით გატანის სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრთამის სახით მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი