ახალი ამბები

“ფორბსის” 2016 წლის რეიტინგით ივანიშვილის ქონების ღირებულება შემცირდა

1 მარტი, 2016 • 1733
“ფორბსის” 2016 წლის რეიტინგით ივანიშვილის ქონების ღირებულება შემცირდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების “ფორბსის” 2016 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა. “ფორბსის” ცნობით, ივანიშვილი 2015 წელს 291-ე ადგილს იკავებდა $5.2 მილიარდი დოლარის ქონებით. 2016 წელს ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარდაა შეფასებული და 298-ე ადგილზეა. ქონება 400 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

60 წლის ბიძინა ივანიშვილი, “ფორბსის” ცნობით, ინვესტიციების სფეროში ოპერირებს.

“ფორბსის” 2016 წლის მილიარდერების რეიტინგში მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ლიდერობს 75 მილიარდი დოლარით, მეორეზე “ზარას” დამფუძნებელი ამანსიო ორტეგაა, მესამეზე – უორენ ბაფეტი [Berkshire Hathaway], მეოთხეზე კარლოს სლიმი [ტელეკომი], მეხუთეზე ჯეფ ბეზო [ამაზონი], ხოლო მეექვსეზე – მარც ცუკერბერგი [ფეისბუკი].

მასალების გადაბეჭდვის წესი