ახალი ამბებირეკლამა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

29 თებერვალი, 2016 • 2291
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ქირურგიულიIUHB  მრავალპროფილური ჰოსპიტალი ბათუმში გთავაზობთ მაღალი ხარისხის ამბოლატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. ჰოსპიტალში მუშაობს: მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებები და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ჰოსპიტალი 103 საწოლზეა გათვლილი. ჰოსპიტალში 65 პალატაა, 3 –  ინტენსიური მოვლის ცენტრი (21 საწოლი), ახალშობილთა ინტენსიური მოვლის ცენტრი (5 საწოლი), მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი (12 საწოლი), 3 საოპერაციო ოთახი და 2 სამშობიარო ბლოკი.

კარდიოლოგიაგულსისხლძარღვთა  დაავადებების დიაგნოსტიკა

ჰოსპიტალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებითა და აპარატურით ხდება.  კარდიოლოგიურ მიმართულებას ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ დინდარი _ მიქელაძე  ხელმძღვანელობს. გამოცდილ   კარდიოლოგთა გუნდი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, მწვავე კორონარული სინდრომით, გულის მწვავე უკმარისობით, კარდიოგენული შოკითა და სიცოცხლისათვის საშიში სხვა დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობს. გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია ბოლო თაობის _ Ge innova 3100 ანგიოგრაფიული აპარატით. ტარდება კორონაროგრაფია, კორონარული ინტერვენცია; პერიფერიული ანგიოგრაფია; პერიფერიული ინტერვენცია. ამ დახმარების მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებს კი დაუყოვნებლივ უტარდებათ სიცოცხლის შემანარჩუნებელი პროცედურა-ბალონური ანგიოპლასტიკა და კორონარული სტენტირება.

მაგნიტურ-რეზონანსულირადიოლოგიური განყოფილება

ჰოსპიტალში უახლესი ციფრული  აპარატურით სამედიცინო კვლევების სრული სპექტრის ჩატარებაა შესაძლებელი. ჩვენთან კეთდება: მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები; კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევები; რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა; ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.

მამოგრაფიმამოგრაფია

ჰოსპიტალში თანამედროვე ციფრული მამოგრაფით ხდება სარძევე ჯირკვლების სკრინინგი. ჰოსპიტალის რადიოლოგიური განყოფილება Senographe Crystal -ის უახლესი მოდელითაა აღჭურვილი. მამოგრაფის მაღალი რეზოლუცია ზუსტი კვლევისა და პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.

Senographe Crysta- ციფრული მამოგრაფით უმცირესი ცვლილებების დაფიქსირებაა შესაძლებელი. გარდა ამისა: მნიშვნელოვნად შემცირებულია პაციენტის დასხივება;  გამორიცხულია უზუსტობები, განმეორებითი კვლევებისა და პაციენტის ხელმეორე დასხივების აუცილებლობა; ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით პაციენტს შეუძლია კვლევის შედეგები სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ხარისხისა და ინფორმაციულობის დანაკარგის გარეშე გადასცეს დედამიწის ნებისმიერ ადგილას.

ოფტალმოლოგია

 

 

ოფთალმოლოგია

ჰოსპიტალი აღჭურვილია მსოფლიო ბრენდის –  NIDEK-ის ბოლო მოდელის აპარატურით. მისი გამოყენებით შესაძლებელია ზუსტი რუტინული და დამატებითი ოფთალმოლოგიური კვლევების, სხვადასხვა სახის ოპერაციის, მათ შორის ლაზერულის ჩატარება.

 

 

მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ვებ გვერდი: www.iuhb.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი