ახალი ამბები

ნუცუბიძის კვარტლების ნაწილსა და ძოწენიძის ქუჩას ელექტრო და წყალმომარაგება შეუწყდათ

27 თებერვალი, 2016 • 1453
ნუცუბიძის კვარტლების ნაწილსა და ძოწენიძის ქუჩას ელექტრო და წყალმომარაგება შეუწყდათ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ნუცუბიძის რამდენიმე კვარტლისა და ძოწენიძის ქუჩის მცხოვრებლებს დენისა და წყლის მიწოდება შეუწყდათ.

კომპანიის ცნობით, ნუცუბიძის III მ/რ- ს III კვარტლის § მე-9 კორპუსთან გამავალ 150 მმ-იან  წყალსადენ ქსელზე,  თელასის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქვესადგურში, ფარული დაზიანების შედეგად წყლმა გაჟონა.

უსაფრთხოების მიზნით კომპანია “თელასმა” გათიშა ელექტროქვესადგური, რის გამოც 3000-მდე აბონენტს, ასევე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამაძლიერებელ ქვესადგურს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 27 თებერვალს, 11:30 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ დასახლებულ უბნებს:

ნუჩუბიძის III მ/რ- ს II კვარტლის §1-9 კორპუსებს,  III მ/რ- ს III კვარტლის § 1-11 კორპუსებს, III მ/რ- ს IV კვარტლის §1-4 კორპუსებს და ძოწენიძის ქ. §1,2,3,4-ს.

კომპანიის ცნობით, უკვე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რის შემდგომაც აღდგება ქვესადგურის მუშაობა და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანების ადგილის და სირთულის დიაგნოსტიკა.

ამის შემდგომ კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაიწყებს დაზიანებულ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშოებს და წყალმომარაგება აღნიშნულ მისამართებს სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება, აცხადებს კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი