ახალი ამბები

“პანორამა თბილისის” წინააღმდეგ აქცია თავისუფლების მოედანზე დღეს, 16 საათზე გაიმართება

27 თებერვალი, 2016 • 2169
“პანორამა თბილისის” წინააღმდეგ აქცია თავისუფლების მოედანზე დღეს, 16 საათზე გაიმართება

დღეს, 27 თებერვლას აქცია სახელწოდებით, “პაNOრამა” გაიმართება, რომელიც მთაწმინდასა და თავისუფლების მოედანზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

აქციის დაწყება 16 საათზე თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერშია დაგეგმილი, ხოლო მისი ორგანიზატორია სამოქალაქო გაერთიანება “ერთად”, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს აერთიანებს.

ორგანიზატორების განმარტებით, აქციის მოთხოვნაა, რომ „პანორამა თბილისის“ დამტკიცებული პროექტი გასაჯაროვდეს და ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია დამყარდეს.

აქციის ორგანიზატორები 27 თებერვლის საპროტესტო აქციიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრთან ღია შეხვედრასა და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

დასაბუთება, რის გამოც სამოქალაქო გაერთიანება “ერთად” “პანორამა თბილისის” განხორციელებას ეწინააღმდეგება, ისაა, რომ ანტისოციალური პროექტია, რომელიც გამიზნულია საზოგადოების ძალზე მცირე და მდიდარი ნაწილის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

პროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ “პანორამა თბილისი” ქალაქის მთავარ ფასეულობას – მის კულტურულ ლანდშაფტს, ზიანს აყენებს, რადგან სოლოლაკის ქედი თბილისის განუყოფელი, მისთვის იდენტობის მიმნიჭებელი ელემენტია.

“ნაბიჯნაბიჯ ბიძინა ივანიშვილმა დაისაკუთრა სოლოლაკის ქედის, თბილისისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ლანდშაფტის, დიდი ნაწილი და იქ, საიდანაც ქალაქის თითქმის მთელი ბირთვი ჩანს, მშენებლობა განიზრახა“, – აცხადებს “ერთდ.”

გაერთიანების წევრები ასევე საუბრობენ სამართალდარღვევით დაწყებულ მშენებლობაზე. მათი თქმით, პროექტის ინიციატორის, ბიძინა ივანიშვილის, კანონზე მაღლა დგომის შედეგია და თავისი არსებობით ქვეყანაში ავტორიტარიზმის ზეობას განასახიერებს.

“”პანორამისმშენებლობა მანამ დაიწყეს, სანამ საკრებულო ამ ადგილს ზონის სტატუსს შეუცვლიდა და არათუ მშენებლობის, ამ ადგილას პროექტირების ფორმალურ წინაპირობას შექმნიდა. ამ განზრახულებას არსებითად უსაფუძვლოდ მიენიჭა მეხუთე კლასის მშენებლობის სტატუსი მხოლოდ იმისთვის, რომ მისი დამტკიცება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილებაში გადასულიყო და თბილისელ მოქალაქეებს ქალაქის მმართველობისადმიპანორამასთანდაკავშირებული პრეტენზიების წაყენება არ შეძლებოდათ“, – აცხადებენ სამოქალაქო გაერთიანების წევრები.

პროექტი “პანორამა თბილისი” გულისხმობს თბილისის სამ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის ქედსა და ერეკელე მეორის მოედანზე კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც სასტუმროსა და საქმიანი ფართები განთავსდება.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას.

23176

“პანორამა თბილისის” პროექტი/თავისუფლების მოედანი

23175

“პანორამა თბილისის” პროექტი/ერეკლე მეორის მოედანი

23179

“პანორამა თბილისის” პროექტი/სოლოლაკის ქედი

მასალების გადაბეჭდვის წესი