ახალი ამბები

შსს: 2 ადამიანი, რომლებიც განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია

25 თებერვალი, 2016 • 1005
შსს: 2 ადამიანი, რომლებიც განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, დაკავებულია

შსს-ს ცნობით, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისში რიტა ბ. და ვუკარ კ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).

აღნიშნული მუხლის დარღვევოსათვსის, გათვალისწინებულია ჯარიმა 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი